ჩვენ ექვსი თვის წინ პირობა არავისთვის მიგვიცია, ჩვენ ოპოზიციასთან არ დავმსხდარვართ დ ახელი არავითარ პირობებზე არ მოგვიწერია, თუ როგორ ჩატარდება 2020 წლის არჩევნები, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კარლო კოპალიანმა.
„ოპოზიციას არავითარი რესურსი აღარ გააჩნია ქვეყანაში და დაიბრალეს, რომ თითქოს ეს იყო მათი ზეწოლის შედეგად, თითქოს ეს იყო იმის გამო, რომ შტურმით უნდოდათ პარლამენტის აღება და ამის გამო ხელისუფლება იძულებული გახდა მიეღო ასეთი გადაწყვეტილება. თავშივე შეფასება იყო არასწორი, ჩვენი ოპოზიციის ძალების მიერ და ეს შეფასება რომ არასწორი იყო, გამოჩნდა ჩვენს ქმედებაში, როცა კენჭი უყარეს ამ კანონს, აქედან გამომდინარე, რთული არ არის ამის მიხვედრა, რომ თუ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია შეიცვლება, ადამიანებს აქვთ იმის უფლება, რომ თავისუფალ გარემოში, თავისუფალი კენჭისყრით მივიღო გადაწყვეტილება პარლამენტში“, - განაცხადა კოპალიანმა.
როგორც მან აღნიშნა, ხალხს აქვს უფლება, რომ თავისი დამოკიდებულება გამოხატოს.
„რაც შეეხება დაპირებას, ჩვენ ხალხს შეიძლება დავპირდით, არც სააკაშვილს და არც ბოკერიას არაფერს დავპირებივართ, აი, ეს მინდა რომ გამიჯნოს ჩვენმა საზოგადოებამ. ხალხს აქვს უფლება თვისი დამოკიდებულება გამოხატოს არჩევნების დროს“, - აღნიშნა კოპალიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.