ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სასულიერო პირთან ერთად დაკავებულ რომან მალანიას აღმკვეთ ღონისძიებად 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
როგორც დაკავებულის უფლებადამცველმა განაცხადა, ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება იყო, მალანიას არ ეკუთვნოდა.
ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გიგა ქავთარაძე და რომან მალანია 4 დეკემბერს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, ბერი დანაშაულს აღიარებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.