ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს "შეურაცხმყოფელად" აფასებს და დეპუტატებს შეახსენებს, რომ ეთიკის დაცვა საპარლამენტო ცხოვრების ნაწილია.
"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვეტო და მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც წარმოდგენილია პრეზიდენტის მიერ, არის თანამშრომლობის და არა დაპირისპირებისა და ნიშნისმოგების საშუალება. აქ ცალკეულ შემთხვევაში მოვისმინეთ საკმაოდ შეურაცხმყოფელი განცხადებები. თქვენ უკეთ იცით, რომ ეთიკა და კულტურა ეს საპარლამენტო საქმიანობის შემადგენელი ნაწილია. პიროვნული შეურაცხყოფები აქ აბსოლუტურუად უსაფუძვლო იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წარმოდგენილია მოტივირებული შენიშვნები, პროფესიული არგუმენტები და მოდით ვიმსჯელოთ ამაზე", - მიმართა აბაშიშვილმა დეპუტატებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.