ქეთევან ციხელაშვილმა ბრიუსელში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების საკითხი განიხილა
06-12-2019, 12:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და შეხვედრებს მართავს. საუბრის მთავარი თემა განგრძობითი ოკუპაცია და მისით გამოწვეული მძიმე შედეგებია.

 

 

სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ციხელაშვილი ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის საერთაშორისო მდივან კატი პირის და ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელს, მარინა კალიურანდს შეხვდა.

 

 

მოგვიანებით კი ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსთან, ევროპარლამენტის ადამინის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარია არენასთან გამართა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ადამიანის უფლებათა კომიტეტი მას თვალს აქტიურად ადევნებს.

 

 

მარია არენამ სახელმწიფო მინისტრს ასევე გაუზიარა, რომ 2020 წლის დასაწყისში, თემის სენსიტიურობისა და აქტუალურობის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა კომიტეტში იგეგმება საკომიტეტო მოსმენა თემაზე „ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს ოკუპირებულ ტორიტერიებზე“. 

 

 

„დღეს გაიმართა შეხვედრები ევროპის პარლამენტში, პარლამენტის წევრებთან. ჩვენი საუბრის თემა, რა თქმა უნდა, იყო ის გამოწვევები, რომელიც თან ახლავს განგრძობით რუსულ ოკუპაციასა და გადაუჭრელ კონფლიქტს. მათ შორის მიმდინარე გამოწვევები, როგორიცაა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება და მისი პატიმრობაში ყოფნა დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო და ჩვენი პარტნიორები ყველა დონეზე ჩართულნი არიან.

 

 

ასევე, იმ ერთადერთი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის გადაკეტვა, რომელიც ცხინვალის რეგიონს დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებს. ეს, პირდაპირი გაგებით, ჰუმანტიარულ კრიზისს ქმნის მთლიანად რეგიონში და მიუთითებს ადამიანის უფლებების დარღვევის რეგულარულ პრაქტიკაზე, რომელიც უსაფრთხოების გამოწევებთან ერთად, ჰუმანიტარულ გამოწვევებს ქმნის.

 

 

ამ შეხვედრების მთავარი მიზანი ის გახლავთ, რომ მომავალში ევროკავშირის დღის წესრიგში ჯეროვნად იყოს ასახული კონფლიქტის მოგვარებისა და იმ ნაბიჯების აუცილებლობა, რომელიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული ზიანის შემცირებისაკენ იქნება მიმართული.

 

 

დღესვე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომელთანაც შექმნილ ვითარებაზე დეტალური საუბარი გვქონდა. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. გადაწყვეტილია ჩაინიშნოს საკომიტეტო მოსმენა სპეციალურად ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ.

 

 

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ნაბიჯია, რაც ქართულ მხარესა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საშუალებას მისცემს, რომ ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უფრო ქმედითი ნაბიჯები დაიგეგმოს.

 

 

ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. დღევანდელი შეხვედრების ძალიან ხელშესახები შედეგია და რა თქმა უნდა, მუშაობას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ქეთევალ ციხელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი