საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრის, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს გამოეხმაურა. მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი რუსულ გეგმებს უკავშირდებოდეს.
„მაშინ, როდესაც შედგა დიდი ოპოზიციური ერთობა „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ, ამ ერთობის ერთ-ერთი წარმომადგენელი და ლიდერი აღმოჩნდა მოსკოვში. რას უნდა ნიშნავდეს? მოდით, ფაქტის აღნიშვნის იქით ნუ წავალთ. ჩვენ ჩვენი შეფასებები გვაქვს, რომელიც ვიღაცას შეიძლება სუბიექტურად მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ამ დიდი ოპოზიციური გაერთიანების შემდეგ, სულ რამდენიმე დღეში, მათი საერთო გეგმების დასახვის პარალელურად, ქალბატონი ნინო მოსკოვში აღმოჩნდა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული, რუსული გეგმებიც იყოს. იხუმრა კიდეც გენერალურმა მდივანმა ჩვენი პარტიის, რომ შესაძლებელია გერმანული მოდელის ჩამოსატანად იყოს კრემლში წასული. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნება, რომ აქციებმა მოიცვას მთელი ქვეყანა, დაამხონ, მოწოდებებიც ვნახეთ ჩვენ შესაბამისი, გამოიწვიონ ქაოსი და ასე შემდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.