ხვალ, 7 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, კომპანია „ავერსი ფარმა“-ს ტერიტორიაზე გამწვანების აქციას ჩაატარებს. აღნიშნულ ლოკაციაზე უკვე განხორციელდა დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრა, რის სანაცვლოდაც, 600 ძირი, სხვადასხვა სახეობის ხე დაირგვება.
პროცესს დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე ადგილზე გაეცნობა. გამწვანების აქციაში მონაწილეობას გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, კომპანია „ავერსის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, შპს „ეკოსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელი ვახტანგ ნოზაძე და „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მიიღებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.