დავით ზალკალიანი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს მიროსლავ ლაიჩაკს შეხვდა
06-12-2019, 18:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მიროლსავ ლაიჩაკთან. შეხვედრაზე მინისტრმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა კოლეგას ბრატისლავაში მასპინძლობისა და მინისტერიალის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.

 


შეხვედრისას მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ორგანიზაციისთვის მთავარ გამოწვევაზე, რაც ეუთოს ფარგლებში არსებულ კონფლიქტებს უკავშირდება. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ შემაშფოთებელ ვითარებას, საუბარი შეეხო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტს, რაც მიუღებელია როგორც ორგანიზაციისთვის, ასევე მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებისთვის და იმედი გამოითქვა, რომ იგი უახლოეს მომავალში იქნება გათავისუფლებული.

 


აღსანიშნავია, რომ ქართულ მხარეს მომხდარის შემდეგ მუდმივი კომუნიკაცია აქვს ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან. შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს ეუთო-ს სლოვაკეთის თავმჯდომარეობა და მათ შორის ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი