პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საგარეო საქმეთა სამინისტროს უეფას სუპერ თასზე დასასწრები VIP მოსაწვევები არ მისცეს
03-09-2015, 01:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფეხბურთის ფედერაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საგარეო საქმეთა სამინისტროს უეფას სუპერ თასზე დასასწრები VIP მოსაწვევების გამოყოფაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია  IDFI ავრცელებს.


ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აღნიშნული მოსაწვევების გაცემა გაუკრვეველი პრინციპით მოხდა.


"ფეხბურთის ფედერაციის მიერ საჯარო დაწესებულებებში VIP მოსაწვევების გამოყოფა განხორციელდა გაურკვეველი პრინციპით. მაგალითად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცა 4 VIP მოსაწვევი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 7 VIP მოსაწვევი, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საგარეო საქმეთა სამინისტროს უარი ეთქვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებზე აღნიშნული მოსაწვევების გადაცემაზე", აღნიშნულია IDFI- ს ინფორმაციაში.


მათივე ცნობით, 8 საჯარო დაწესებულების შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მიმოწერას, რომლის მიხედვით დაწესებულებები ითხოვდნენ დახმარების გაწევას მათი თანამშრომლებისათვის (თანამშრომლების საკუთარი სახსრებით) უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენაში. სუპერ თასის ბილეთების შესყიდვაზე უარი მხოლოდ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.


"8 უწყებას ფეხბურთის ფედერაციის მიერ შესასყიდად სულ გადაეცათ 710 ბილეთი, საიდანაც ყველაზე მეტი გამოეყოთ ქალაქ თბილისის მერიას და საქართველოს პარლამენტს.


თბილისის მერია - 240 ბილეთი

საქართველოს პარლამენტი - 200 ბილეთი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 50 ბილეთი

იუსტიციის სამინისტრო - 50 ბილეთი

საგარეო საქმეთა სამინისტრო - 50 ბილეთი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 50 ბილეთი

სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 50 ბილეთი

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - 20 ბილეთი


როგორც ოფიციალური დოკუმენტაციიდან ჩანს, თანამდებობის პირების მიერ ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით ბილეთების მიღების მთავარ ფაქტორად, აღნიშნულ მატჩზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და ბილეთების გაყიდვასთან წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემები სახელდება. ენერგეტიკის მინისტრი, კახი კალაძე, წარმოადგენს გამონაკლისს, ვინც სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით უარი თქვა მის უწყებაში დასაქმებულ თანამშრომლებზე უკვე გამოყოფილი ბილეთების შესყიდვაზე", აღნიშნულია  IDFI-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი