ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იურიკ უნანიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი სოფელ აბულის მცხოვრებლებს შეხვდნენ და მათი პრობლემური საკითხები განიხილეს. სოფლის მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნები გაზიფიცირება, გზების მოასფალტება და სასმელი წყლით უზრუნველყოფაა.
ახალქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, 2020 წელს გაზიფიცირების სამუშაოები სოფელ აბულიდან დაიწყება და ეტაპობრივად მოიცავს ისეთ დასახლებულ პუნქტებს, სადაც დღემდე ბუნებრივი აირი არ არის შეყვანილი. რაც შეეხება გზების მოასფალტებას, 2020 წელს გათვალისწინებულია კარტიკამი-აბულის მიმართულებით ასფალტის დაგების სამუშაოების შესრულება.
ახალქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ შექმნილია სასმელი წყლის პრობლემების შემსწავლელი კომისია, რომელიც პრობლემას შეისწავლის და სოფელ აბულის სასმელი წყლის მიწოდების საკითხს გადაწყვეტს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.