შალვა ნათელაშვილი: „ბადრი პატარკაციშვილს ჩემთან ნათქვამი აქვს პირადად, რომ ივანიშვილი აქეზებს სააკაშვილსო, რომ გადამეკიდოს და შემავიწროოსო“
08-12-2019, 12:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ბადრი პატარკაციშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ძალიან ცუდი ურთიერთობა იყო. ბადრის ჩემთან ნათქვამი აქვს პირადად, რომ ის აქეზებს სააკაშვილსო, რომ გადამეკიდოს და შემავიწროოსო, - განაცხადა „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა.

 


„ივანიშვილი ნაც. მოძრაობის სპონსორი არ იყო ხალხო? ვარდების რევოლუცია არ დააფინანსა? ამის თაობაზე მან განაცხადა და არ ამაყობდა? ყველა გადაწყვეტილების - აი, გადასახადების გაზრდა, გაღატაკება, 3% მოსახლეობის ხელში სიმდიდრის თავმოყრა, ყველა ამ გადაწყვეტილების ფარული ავტორი ბიძინა ივანიშვილი იყო, შევარდნაძის დროიდან.

 

 

„პირდაპირ ვთქვათ, მე ბადრი პატარკაციშვილთან მქონდა შესანიშნავი ურთიერთობა, ღმერთმა აცხონოს და ის იყო მართლაც ღირსეული ქართველი კაცი თავისი მენტალობით. ამაზე [ივანიშვილზე] მეტი ქართველი იყო, მინდა გითხრათ, ბევრად მეტი და ეს საერთოდ, არც ქართველია და არც არანაირი ეროვნება არ არის. ამის ეროვნება არის დოლარი, მწვანე დოლარი.

 

 

„ბადრი პატარკაციშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ძალიან ცუდი ურთიერთობა იყო. ბადრის ჩემთან ნათქვამი აქვს პირადად, რომ ის აქეზებს სააკაშვილსო, რომ გადამეკიდოს და შემავიწროოსო. ამას ჰქონდა გათვლილი რა? ერთმანეთზე დაეჯახებინა პოლიტიკური სპექტრი, ვისაც ვერ იყიდიდა. ბადრი მისი კონკურენტი იყო მსხვილ ბიზნესში და ისე ვერ იგრიალებდა, როგორც სურდა - ყველას ერთმანეთი გაენადგურებინა, მოესპო და მერე მოსულიყო თვითონ. გარკვეულწილად, ეს შეასრულა“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი