შალვა ნათელაშვილი: „თუ ბევრი იხტუნავა ივანიშვილმა, ძალიან მალე მისი და მისი ბანდიტი მაჟორიტარების ანგარიშებს ისეთი ყადაღა დაედება ამერიკის და ევროპის ბანკებში, როგორიც არ დასდებია აბრამოვიჩის, ჰუსეინის და კადაფის ანგარიშებს“
08-12-2019, 18:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილს საბოლოოდ მოუწევს დათმობაზე წასვლა და ოპოზიციის მოთხოვნის შესრულება არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით და როგორც მან „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, „თუ ბევრი იხტუნავა ივანიშვილმა, ძალიან მალე მისი და მისი ბანდიტი მაჟორიტარების ანგარიშებს ისეთი ყადაღა დაედება ამერიკის და ევროპის ბანკებში, როგორიც არ დასდებია დერიპასკას, აბრამოვიჩის, სადამ ჰუსეინის და მოამარ კადაფის ანგარიშებს“.

 


„მე ახლა, ბოლო ვიზიტის დროს ჩავიტანე ამერიკის შეერთებული შტატების სენატში და კონგრესში რეზოლუციის პროექტი იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის მილიარდიანი ქონება, რომელიც გატანილია ამ ქვეყნის ბანკებში, იქნას დაყადაღებული, დაპატიმრებული და მოქცეული საქართველოს ბიუჯეტში იმიტომ, რომ თითოეულ ჩვენგანს წაართვა ეს - წამლის ფული წაიღო; წიგნის ფული წაიღო; არსებობის ფული წაიღო; პენსია წაიღო; რესურსი წაიღო; ნედლეული წაიღო; ჰაერი წაიღო, ჰაერში აღარ დაასვენა საზოგადოება და ის ფულიც აღარ დაგვიტოვა. საქართველოს თავზე ათასობით რეისი გადადის 24 საათის განმავლობაში და მილიონები იყრება თავზე და თუ იცით, ვის განკარგულებაშია ეს და საჰაერო ტენდერი ვინ მოიგო? ვოლსკიმ, რომელიც გამოდის და ურცხვად იცავს ამ გაკოტრებულ, გაქუცულ, პოლიტიკურ ვირთხას მისი უფროსის სახით... ივანიშვილისგან კაცი არ გამოვა, ის უნდა წავიდეს ციხეში. მან უნდა აანაზღაუროს ქართველ ხალხზე მიყენებული ზარალი. ქართველი ხალხი არ გაჩერდება, მას არ აპატიებს იმას, რაც ჩაიდინა.

 


„პროცესი მიდის და ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად მიინგრევა იმიტომ, რომ მან მიაყენა შეურაცხყოფა მთელ ერს. მან სახელმწიფოს პრივატიზაცია მოახდინა. მან ჩაიდინა სოციალური გენოციდი. სოციალური გენოციდია მეგობრებო, აბა რა არის, როდესაც მსოფლიო რეიტინგებში საქართველო არის პირველ ადგილზე საბანკო დავალიანებების მიხედვით. საქართველოა ქვეყანა, სადაც 4 700 სოფლიდან ივანიშვილის მმართველობის პერიოდში 1 000 სოფელი სრულიად დაიცალა. საქართველოა ქვეყანა, სადაც აი, ახლა სწავლის დაწყების დღეს 800 სკოლაში პირველი კლასი არ გაიხსნა, ბავშვები აღარ იბადებიან. მე ვულოცავ შვილიშვილის დაბადებას, რაზეა საუბარი და დარწმუნებული ვარ, შვილიშვილი ამ სამარცხვინო პაპას არ დაემსგავსება... კი ბატონო, მაგრამ, სხვას არ უნდა შვილი?! სხვას არ უნდა შვილიშვილი?!“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 

მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნას სჭირდება „ელემენტარული ზნეობა, ადამიანების სიყვარული, ელემენტარული წესიერება, ელემენტარული თვითკმარობა, გაძღომის უნარის შეგრძნება“.

 


„კარგი, საყდრისი მიიტაცე; კარგი, ის პორტი მიიტაცე; ფოთი მიიტაცე, ბანკები მიიტაცე, ეკონომიკა მიიტაცე, ტვირთების ტრანზიტი მიიტაცე, ბაქო-ჯეიჰანი მიიტაცე, შაჰ დენიზი მიიტაცე, ყველაფერი მიიტაცე, აღარ გეყო? აღარა კამარა? ეს რა უბედურებაა. ვინა ხარ, სად დაიბადე. ამ მშვენიერ სოფელში, რომელიც ღორეშადან ძალიან ახლოა სხვათაშორის, ღორეშაში დაიბადა ორჯონიკიძე სერგო და „ნიუ ორჯონიკიძე“, პუტინის მოგზავნილი ეს სატელიტი, აი აქ დაიბადა და აქ წოვს ჩვენ სისხლს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა დამთავრდეს“, განაცხადა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი