გიორგი ანწუხელიძის მეუღლე: „თითქოს, მე-4 ბრიგადაში გმირების ფოტოები ჩამოხსნეს; სანამ საქართველო არსებობს, გმირებიც არსებობენ! ეს უკვე მე-4 ბრიგადის შტაბში გმირების განახლებული სტენდია“
08-12-2019, 18:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოციალურ ქსელში ყოფილი სამხედრო და ამჟამად ნაციონალური მოძრაობის წევრი ბესო ქათამაძე მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს, თითქოს ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში გმირების ფოტოები ჩამოხსნეს. მის მიერ გავრცელებულ სიცრუეს დაღუპული სამხედროების მეუღლეები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე ეხმაურება.

 


საქართველოს ეროვნული გმირის მეუღლე განცხადების ავტორს მოუწოდებს ნუ შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში: „სოციალურ ქსელში ზოგიერთი მომხმარებელი ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს, მე-4 ბრიგადაში გმირების ფოტოები ჩამოხსნეს, რაც სიმართლე არ არის. ნახსენებია ჩემი მეუღლე, გიორგი ანწუხელიძე... სინამდვილეში, ყველა სამხედრო ნაწილში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის სარემონტო სამუშაოები, შესაბამისად, გმირების სტენდებიც ახლდება... გთხოვთ, მოსახლეობას ნუ შეიყვანთ შეცდომაში... სანამ საქართველო არსებობს, გმირებიც არსებობენ! ეს უკვე მე-4 ბრიგადის შტაბში გმირების განახლებული სტენდია“, წერს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე.

 


2008 წლის ომში დაღუპული მე-4 ქვეითი ბრიგადის კაპიტან მერაბ ახობაძის მეუღლე თამუნა რამიშვილი კი ცრუ პოსტის ავტორს ინტრიგნად მოიხსენიებს: „ეს იმათ საყურადღებოდ ვისაც ჰგონია, რომ მეოთხე ბრიგადაში დაღუპული ბიჭების ფოტოები „ჩამოყარეს“ - როგორ არ დაიღალეთ ამდენი ინტრიგნობით“, - წერს კაპიტან მერაბ ახობაძის მეუღლე თამუნა რამიშვილი.

 

კომენტარები: 1
#1   დათო
      
გმირების სახელებითაც კი სპეკულირებენ ზოგიერთი უნამუსო ადამიანი თუ პარტია
9 დეკემბერი 2019 00:51
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი