არჩილ თალაკვაძე: „მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე განვიხილავთ არსებული, შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილში შესაძლო ცვლილებებს“
09-12-2019, 10:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოლაპარაკებების თემა იცვლება და მომდევნო რაუნდზე ჩვენ განვიხილავთ არსებული, შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილში შესაძლო ცვლილებებს, რაზეც ისედაც გვქონდა მუშაობა დაწყებული ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ელჩებს, საერთაშორისო პარტნიორებს, რომ მონაწილეობა მიიღეს ამ მოლაპარაკებებში.

 

 

„მოლაპარაკებების შემდეგი თემა უკვე იქნება არსებული კონსტიტუციური მოდელის ფარგლებში მაჟორიტარული ნაწილის განხილვა, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ ამ ნაწილთან დაკავშირებით, რათა მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნები იყოს დემოკრატიული, გამჭვირვალე და სამართლიანი. მოვემზადებით და მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე მოვიტანთ არგუმენტებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მოლაპარაკებების თემა იცვლება და მომდევნო რაუნდში ჩვენ განვიხილავთ არსებული, შერეული საარჩევნო სისტემის ფარგლებში მაჟორიტარულ ნაწილზე შესაძლო ცვლილებებს, რაზეც ისედაც გვქონდა მუშაობა დაწყებული ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში. მივესალმებით, რომ ნორმალურ პოლიტიკურ კალაპოტში ბრუნდება პროცესი და რეალურ საკითხებს ვუბრუნდებით, რაზეც შეთანხმების მიღწევა არის შესაძლებელი“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი