მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილეებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულების და განყოფილებების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრაზე სამსახურის უფროსებმა შეაჯამეს გასულ კვირას შესრულებული სამუშაოები და განიხილეს სამომავლოდ დაგეგმილი ინიციატივები,მერმა დეტალური ინფორმაცია მოისმინა ქალაქში საახლაწლო სამზადისთან დაკავშირებით და ზამთრის სეზონის დადგომის პარალელურად მუნიციპალიტეტში შესაბამისი ტექნიკის მზაობაზე.
ემზარ საბანაძემ ყურადღება გაამახვილა ასევე მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე, მისი დავალებით აღნიშნული პროექტები შესაბამისი სამსახურების მიერ ყოველდღიურ რეჟიმში კონტროლზეა აყვანილი.
ამ დროისთვის ქალაქში მიმდინარეობს უმწეოთა საშეშე მერქნით მომარაგების სამუშაოები, მუნიციპალიტეტის მასშტაბით საშეშე მერქანი გადაეცემა 85 უმწეო, მარჩენალის გარეშე დარჩენილ ოჯახს.
შეხვედრას ესწრებოდნენ შ.პ.ს „ მოედანი 2009“ ხელმძღვანელი კახა ჩიკვილაძე და შპს „კომუნალური სამსახურის ხელმძღვანელი“ ალექსანდრე გამყრელიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.