ლიანა პილტოიანის განცხადებით, ხაჩკოვის საჯარო სკოლას 8 უფროსი მასწავლებელი ეყოლება
09-12-2019, 13:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის სომხურენოვან საჯარო სკოლას იანვრიდან 8 უფროსი მასწავლებელი ეყოლება. ზაფხულში წარმატებით ჩაბარებული გამოცდების წყალობით სკოლას უკვე ჰყავს 5 უფროსი მასწავლებელი, ხოლო ნოემბრის გამოცდების შედეგების მიხედვით, იანვრიდან დამატებით 3 პედაგოგი მიიღებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტო: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა პილტოიანი)

 


აღნიშნულის შესახებ GUARDIAN.GE-ის ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ლიანა პილტოიანმა განუცხადა.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტო: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა პილტოიანი პედაგოგებთან ერთად)

 


სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ლიანა პილტოიანი - რომელიც ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობას 2009 წლიდან იკავებს და რომელიც ამავე დროს 2010 წლიდან კაბურის საბაზო სკოლის ხელმძღვანელიცაა, მანამდე კი, 1986 წლიდან 2009 წლამდე ხაჩკოვის საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე იყო და ჯამში პედაგოგიური მოღვაწეობის 43-წლიანი სტაჟი აქვს - აცხადებს, რომ იმ პედაგოგების უმრავლესობა, რომელთაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს, მისი აღზრდილია, რაც მისთვის გამორჩეული სიამაყის საგანს წარმოადგენს.

 

 

 

 

„ძალიან მიხარია, რომ ასეთი კარგი შედეგები აქვს სკოლას. მიხარია, რომ სომეხი ეროვნების მასწავლებლების უმტესობამ უკვე იცის ქართული ენა, სხვაგვარად ისინი პროფესიული უნარების გამოცდას ვერ ჩააბარებდნენ, რადგან მოგეხსენებათ, ეს გამოცდა ქართულ ენაზე ტარდება. ჩვენი სკოლიდან ნოემბერში სულ 6 პედაგოგი იყო გასული გამოცდებზე, სამმა მოიპოვა უფროსი მასწავლებლის სტატუსი, დანარჩენმა სამმა კი ვერ შეძლო, რადგან მაგალითად, სპორტის მასწავლებელმა, რომელმაც საგანში 7 კრედიტ-ქულა მიიღო, უნარებში ვერ შეძლო შედეგის დადება, ქართული ენის არცოდნის გამო.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტო: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა პილტოიანი პედაგოგებთან ერთად)

 

 

„ზოგადად, პედაგოგების დიდმა ნაწილმა, როგორც უკვე გითხარით ქართული ენა ნორმალურად იცის. აღარაფერს ვამბობ მოსწავლეებზე, რომლებიც შესაშურად ფლობენ ქართულ ენას და ამის დასტურია ის, რომ 2019 წელს ხაჩკოვის საჯარო სკოლა ექვსმა მოსწავლემ დაამთავრა, საიდანაც სამმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძო სწავლა, ხოლო ერთმა ერევანში, 2016 წლიდან კი, ჯამში ხაჩკოვის სკოლიდან 12-მა აბიტურიენტმა ჩააბარა თბილისის წამყვან უნივერსიტეტებში, სულ მცირე 6-მა თბილისის ტექნიკურ კოლეჯებში და ერევნის კოლეჯებშიც ასევე ექვსმა“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ლიანა პილტოიანმა, რომელიც წალკის მუნიციპალიტეტის სომხურენოვანი სკოლების დირექტორებს შორის ერთადერთია, ვინც ქართულ ენას გამართულად ფლობს, თან მაღალ დონეზე და შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტადაც არის გახარებული იმ ტენდენციით, რომ ბოლო პერიოდში მუნიციპალიტეტის სომხური სკოლებიდან აბიტურიენტების აბსოლუტური უმეტესობა არა სომხეთის, არამედ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, ძირითადად თბილისში, აბარებს გამოცდებს და წარმატებით განაგრძობს სწავლას.

 

 

 

 

თავად ლიანა პილტოიანმაც უმაღლესი განათლება არა ერევანში, არამედ თბილისში, მაშინდელ პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში (დღევანდელი ილიას სახელმწიფო უნვერსიტეტი) მიიღო და აღნიშნული სასწავლებლის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1976 წელს დაამთავრა, საბჭოთა პერიოდში - მაშინ, როცა წალკის რაიონის სომხური სკოლებიდან აბსოლუტური უმრავლესობა სომხეთში ან რუსეთში მიდიოდა სწავლის გასაგრძელებლად.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტო: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა პილტოიანი)

 

 

ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორს გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი, მათ შორის 3-ჯერ ქუთაისში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, მიღებული აქვს სერტიფიკატები, ერთ-ერთი - აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციიდან.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტო: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა პილტოიანი ქართულის როგორც მეორე ენის გაკვეთილზე)

 

 

ლიანა პილტოიანის განცხადებით, ხაჩკოვის სკოლაში უკვე მეორე წელია წარმატებით ხორციელდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი „1+4 პროგრამა“.

 

 

 


„ჩვენი სკოლა უკვე მეორე წელია ჩართულია აღნიშნულ პროგრამაში, რომელსაც ბატონი კახა გაბუნია ხელმძღვანელობს. თავადაც იყო ამოსული სკოლაში. ამ პროგრამის ეგიდით ჩვენთან თბილისიდან სტუმრები, ბოლოს 2 დეკემბერს იყვნენ მოსული, საუბარი ტოლერანტობას ეხებოდა. შეკითხვები და პასუხებიც ქართულ ენაზე იყო. თბილისიდან მობრძანებულმა სპეციალისტებმა აღფრთოვანება გამოხატეს ბავშვების ქართული ენის ცოდნის დონიდან გამომდინარე. გაუკვირდათ კიდეც, ამდენი ქართული როგორ იციანო ბავშვებმა, ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. გითხრათ სმართლე, მეც ძალიან კმაყოფილი ვარ სკოლის შედეგებით, როგორც მოსწავლეების, ისე პედაგოგების წარმატებით. მინდა მთელი გულით მივულოცო ჩვენი სკოლის პედაგოგებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღება“, განაცხადა ლიანა პილტოიანმა.

 

 

 


შენიშვნა: 2010 წლიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აქვთ საშუალება უმაღლესი განათლება მიიღონ საქართველოში გამარტივებული წესით. გამარტივებული სისტემა, ე.წ. 1+4 პროგრამა ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები 1 წლის განმავლობაში გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს და შემდგომ 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში აგრძელებენ სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე. 2010 წლიდან საგრძნობლად გაიზარდა ეთნიკურ უმცირესობათა სტუდენტების რაოდენობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, რაც ცალსახად ამ პროგრამის დამსახურებაა (წყარო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობს საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი).

 

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტო: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა პილტოიანი პედაგოგებთან ერთად)

 

 

ლიანა პილტოიანმა GUARDIAN.GE-ისთან საუბრისას ხაზგასმით განაცხადა, რომ სადღეისოდ, სახელმწიფოს - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გატარებული პოლიტიკის წყალობით არაქართულენოვან და მათ შორის სომხურ სკოლებში ქართული ენის სწავლება მაღალ დონეზეა, რამაც განაპირობა სწორედ ის წარმატებული შედეგები, რასაც ასეთი სკოლების კურსდამთავრებულები აღწევენ ეროვნულ გამოცდებში.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტო: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა პილტოიანი)

 

 

კომენტარები: 4
#4   Sabina
      
References:


Supplements like steroids but legal

References:
http://king-wifi.win//index.php?title=blaabjergbak8128
1 აპრილი 2026 11:02
#3  შალვა
      
ძალიან კარგი ამბავია, რომ წალკის რაიონის სომხურ სკოლებში ქართული ენის სწავლების დონე ასეთი მაღალია. წარმატებას გისურვებთ ჩვენო სომეხო თანამოძმეებო.
9 დეკემბერი 2019 11:25
#2  Soso
      
მისაბაძი მშვენიერი ქალბატონი. გაიხარეთ.
9 დეკემბერი 2019 08:43
#1  ნათელა
      
ღმერთმა ამრავლოს საქართველოში ასეთი კარგი სომხები. დასაფასებელია, რომ ქალბატონმა ლიანამ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შეისწავლა ჩვენი ენა, იმ პერიოდში, როცა ქართულს ზოგიერთი ვაი-ქართველიც კი არ სწავლობდა და რუსულ სკოლებში დაჰყავდათ ბავშვები. ღმერთმა მოგცეთ წარმატებები ქალბატონო ლიანა თქვენ და თქვენს პედაგოგებსა და მოსწავლეებს. ყველა იმ ეროვნების ადამიანს გაუმარჯოს, ვინც საქართველოში ცხოვრობს და პატივს სცემს ქართულ ენას, სახელმწიფოს, მის ტრადიციებს და კულტურას. ჩვენც, ქართველებიც ხომ ყველას თან ვევლებით თავზე.
9 დეკემბერი 2019 04:01
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი