საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობის დატოვების თხოვნით მიმართა. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„სამეთვალყურეო საბჭოს მივმართე თხოვნით, ვინაიდან საპენსიო სააგენტო ფუნქციონირებს გამართულად, ყველა პროცესი დალაგებულია, თუ შესაძლებელი იქნებოდა, რომ მე 16 იანვრიდან დამეტოვებინა ჩემი თანამდებობა. ეს იყო დაახლოებით, ერთი კვირის წინ. სამეთვალყურეო საბჭო კანონის თანახმად, ამ განცხადებას განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას. რა ქმა უნდა, თუ სამეთვალყურეო საბჭო მიიჩნევს, რომ მე რაღაცა პერიოდი უნდა დავრჩე თანამდებობაზე, არც ეს იქნება პრობლემა. რა თქმა უნდა, რეფორმის უპრეცედენტო მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამას მე დავეთანხმები“ ,- განაცხადა ლევან სურგულაძემ.
ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე 2018 წლის 17 სექტემბერს დაინიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.