თურქეთის დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით საქართველომ თურქეთის საგარეო უწყებას შესაბამისი ნოტით მიმართა
03-09-2015, 01:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთში საქართველოს ელჩის ირაკლი კოპლატაძის განცხადებით, თურქეთის დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით საქართველომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ნოტით მიმართა.


"ჩვენმა საელჩომ გააკეთა შესაბამისი ანგარიში აქ, თურქეთის საელჩოში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია. მეც ვისარგებლე შემთხვევით და ამბასადორიალის ფარგლებში შევხდი თურქეთის ელჩს. პოზიცია არის ასეთი, რომ თურქეთი ფედერალურ დონეზე, სამთავრობო დონეზე ცალსახად ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მათ ეს დაადასტურეს გაერო-ს რეზოლუციის მხარდაჭერით, მაგრამ ახლა თურქეთში არსებობს დროებითი მთავრობა, წინასაარჩევნო პერიოდია, მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია და ამით შეიძლება ისარგებლეს ადგილებზე შესაბამისი მუნიციპალიტეტებისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, რომლებმაც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, იმ რეგიონებში, სადაც მრავლად არის ეთნიკური აფხაზი წარმომავლობის მოსახლეობა მოაწყვეს ეს ტური", - განაცხადა ირაკლი კოპლატაძემ.


თურქეთის ოფიციალური დელეგაცია სოხუმს ქოჯაელის პროვინციის გუბერნატორის ხელმძღვანელობით სტუმრობს.

 

კომენტარები: 1
#1   გიორგი კუპრეიშვილი
      
ბატონო ირაკლი! თუ თქვენ თურქეთის ელჩი გაბოლებთ, დარჩით დაბოლებული თუ ასეთად დარჩენა გინდათ. ჩვენ რაღას გვაბოლებთ.ქართულ სკოლებში დაწყებით კლასებში გვასწავლიდნენ, ცხოვრებისეულ ქართულ ანდაზებს/არ არის ამისათვის საჭირო ს.ცინცაძის დიპაკადემიის დამთავრება/, მათ შორის "არ გათეთრდების ყორანი,რაც გინდა ხეხო ქვიშითა".რატო გერიდებათ იმის თქმა,რომ არც ერთი იმპერიული სახელმწიფო/არც მოძმე და არც სტრატეგიული პარტნიორი/ არ ზრუნავს სხვა მეზობელი სახელმწიფოების კეთილდღეობაზე.
3 სექტემბერი 2015 02:45
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი