მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ (Wada) რუსეთს 4 წლით აუკრძალა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შესაბამისად, რუსეთის დროშა არ დაიშვება ისეთ ღონისძიებებზე, როგორიცაა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები და მსოფლიო თასი 2022, რომელიც ყატარში ჩატარდება.
გარდა ამისა, Wada-მ რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოს მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის შესაბამისობის სტატუსი ჩამოართვა.
2017 წელს ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ნაკრები 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საკუთარი დროშით ვერ გამოვიდოდა. გადაწყვეტილების მიღების მიზეზი რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის მოხმარების შესახებ გახმაურებული ფაქტები გახდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.