საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორ ტომას კარდენს უმასპინძლა
09-12-2019, 16:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის პარტნიორობის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი იმყოფება. დღეს გენერალ-მაიორ ტომას კარდენს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლა.
 


გენერალურ შტაბში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და მომავლის პერსპექტივები განიხილეს. გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ამერიკელ გენერალს საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერაზე გაამახვილა.
 

 

გენერალ-მაიორი ტომას კარდენი და დელეგაციის წევრები საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებსაც გაეცნენ და სამხედრო სფეროში სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი