თაკო ჩარკვიანი: „არავითარი „რუსული - სპეცსამსახურების ცენტრების“ გახსნა არ შეიძლება კულტურის ეგიდით“
09-12-2019, 19:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დიახ, არავითარი „რუსული-სპეცსამსახურების ცენტრების“ გახსნა არ შეიძლება კულტურის ეგიდით - კარასინის ფორმატით“, წერს „ფეისბუქზე“ პარტია „კანონი და სამართალი“-ს თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი.

 


„ჩვენ არ მოგვისმენია რუსეთიდან, კულტურის მუშაკების მხარდაჭერა საქართველოსი, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ან რაიმე პროტესტი ოდესმე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით! მეგობრობა ორმხრივი უნდა იყოს! მე მახსოვს ჩვენი ოჯახი, მამაჩემი - ჯანსუღი, ოთარ ჭილაძე, ნოდარ დუმბაძე მეგობრობდნენ ბელა ახმადულინასთან, ევგენი ევტუშენკოსთან და სხვებთან. მამა მეგობრობდა ვლადიმერ ვისოცკისთან, იუნა მორიცთან, ვოზნესენსკისთან, მაგრამ მეგობრობა ორმხრივი იყო. 9 აპრილს, რუსთაველზე რომ აგვჩეხეს, ევტუშენკოს და ბელას პროტესტი გვესმოდა, (გამოთქვეს მაინც, რაღაც შეძლეს) და ახლა წლებია ვინმეს ხმა გაგიგიათ??? ერთი სიტყვა ვინმემ შეაშველა საქართველოს მთლიანობას დასაცავად???? აბა ჩეხოვი, დოსტოევსკი, ბუნინი და პასტერნაკი, ანა ახმატოვა და მარინა ცვეტაევა და სხვები რომ მოგვწონდეს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ქვეყანა „კულტურას ამოფარებულ“ სპეცსამსახურებს დავუთმოთ სათარეშოდ - ამერიკაშიც, საფრანგეთშიც გაიშიფრა უკვე (და სკანდალიც მოჰყვა) ამ ტიპის „რუსული, რბილი ძალით, ფულის ჩასარეცხი ცენტრები!“ ყველამ იცის უკვე, მთელს მსოფლიოში, რა ტიპის „ცენტრებია!“ არნახული შემოტევაა. მიხარია, რომ მაგრად დგას ქართული სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საზოგადოება და ამის დასტური იყო დღევანდელი მანიფესტი. მადლობა ნიკა მაჭუტაძეს - ბრავო!“ - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი