რა სირცხვილია, ღმერთო, ეს ყველაფერი, რა სირცხვილია. თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებ, რომ მასწავლიდნენ, პარლამენტი სარკეაო, ის ისევე ყველანაირი ხალხისგან შედგება, როგორც საზოგადოებაო, – ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის შესახებ. ხიდაშელმა მისი მოსაზრება სოციალურ ქსელ Facebook -ზე გამოაქვეყნა.
“ეს წუთია სახლში მოვედი, შემოვიხედე და მივხვდი რა ბედნიერებაა ხანდახან ტელევიზორს რომ ვერ უყურებ. ეს რაები უთქვამთ დღეს და რაები გავიგე. ერთმა ძალიან სუპერ პატრიოტმა სუპერ გულზემჯიღისმცემელი ტელევიზიის სუპერ პატრიოტული გადაცემიდან გვითხრა, რომ გახსნას რუსეთმაც საწვრთნელი ცენტრი საქართველოში, ისინიც ხომ პარტნიორები არიან, ვინ დაუშალათო. ყოფილი თავდაცვის მინისტრი მედავებოდა თურმე იმაზე, რომ პრეზიდენტი მთავარსარდალი არ არის, მისი ასეთად მოხსენიება დაკნინებაა, მთავარსარდალი კაპანაძეაო. მაგრამ ეს იმასთან შედარებით რა არის, რაც ჩემს ყოფილ კოლეგას უთქვამს დღეს პრეზიდენტზე. და რა სირცხვილია, ღმერთო, ეს ყველაფერი, რა სირცხვილია. თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებ, რომ მასწავლიდნენ, პარლამენტი სარკეაო, ის ისევე ყველანაირი ხალხისგან შედგება, როგორც საზოგადოებაო. მაგრამ ძალიან მორალისტად თუ არ გამოვჩნდები, სხვისთვის შეურაცხყოფის მიყენება რატომ გვგონია ხოლმე რომ ღირსებას გვანიჭებს, ეს ვერ გამიგია მაინც. რა ვიცი, რა ვიცი. არადა რა დიდებული საღამო გვქონდა, ჩვენს ნატოელებთან ვიყავით, მეგონა საქართველოს მოქალაქეებს, საკუთარი ქვეყნის აწმყოთ შეწუხებულ ადამიანებთან ვიყავი, რომლებიც ჩვენთვის გამოსავლის, მეტი უსაფრთხოების პოვნისთვის შრომობენ. რაღაც კარგიც ხდება ამ ქვეყნად და ეს მამშვიდებს მხოლოდ... ჩვენს ქვეყანაში ბოლოს მაინც სიკეთე, რაციონალური აზრი, ერთგულება, წესიერება და პროფესიონალიზმი იმარჯვებს ხოლმე!” – წერს თინა ხიდაშელი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს “ენჯეოშნიკი სოროსელი” უწოდა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ ვეტოს უფლების ხშირმა გამოყენებამ თავად მეჭიაური და საზოგადოება დაღალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.