რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული რეგიონის სკოლების პედაგოგებთან შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად, არჩილ ჯაფარიძე ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ლაილაშისა და სოფ. თაბორის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა.
რწმუნებული გაეცნო სასწავლო პროცესის მიმდინარეობას და მოისმინა ინფორმაციები სკოლაში არსებული მდგომარეობის შესახებ, ისაუბრა მასწავლებლის როლზე საზოგადოების განვითარების პროცესში.
„უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის როლი მოსწავლის პიროვნული და სოციალური განვითარების პროცესში. მასწავლებლის გავლენა მოსწავლეებზე, პირველ რიგში, მისი პიროვნებით, პიროვნული მაგალითით განისაზღვრება.
მიხარია, რომ ვხვდები ჩვენი რეგიონის სკოლების პედაგოგებს, რომლებიც გამორჩეულები არიან თავიანთი დამოკიდებულებებით მოსწავლეებისადმი, საკითხის ცოდნითა და შესაბამისი ტექნიკების ფლობით.
ვისმენ მათ მოსაზრებებს განათლების ახალი რეფორმის შესახებ და ვაცნობ რეგიონში მიმდინარე პროცესებს.
დღეს, ხელისუფლებამ შეძლო მასწავლებლის პროფესია კიდევ უფრო პრესტიჟული და დაფასებული გამხდარიყო“, განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.
ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.