საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა საქმე, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს, კონკრეტული სოციალური ამოცანის შესრულებისკენაა მიმართული.
ცქიტიშვილმა ინტერნეტჟურნალ „ველური ბუნებისთვის“ მიცემული ინტერვიუს შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა, სადაც ივანიშვილი ქვეყანაში ბოტანიკური და დენდროლოგიური პარკების განვითარებაში საკუთარ როლზე საუბრობს.
„პირველ რიგში, ვიცი რა ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება და მისი საქველმოქმედო პროექტები, დარწმუნებული ვარ, ყველა ის საქმე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აწარმოებს, არის მიმართული კონკრეტული სოციალური ამოცანის შესასრულებლად. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხეების გადარგვაზე, ამ საკითხზე ძალიან ბევრი არაკეთილმოსურნე ცდილობდა, წარმოეჩინა ის მავნებლურად, დამანგრეველ საქმიანობად. ძალიან კარგად იცის იმ საზოგადოებამაც, სადაც ეს ყველაფერი შენდება, რომ სინამდვილეში ამ ხეების გადარგვა ხდებოდა, რათა გურიის რეგიონს კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა შემატებოდა – დენდროლოგიური პარკი, რომლის ანალოგიც ჩვენს ქვეყანაში არ არის და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი იქნება ტურიზმისთვისაც, ამ რეგიონში კიდევ უფრო მეტი ტურისტის მოსაზიდად. რაც შეეხება ზიანის აღმოფხვრას, რომელიც იმ კონკრეტული ხის ამოღების ადგილას მოხდა, მე უშუალოდ არ ვარ იქ ნამყოფი, მაგრამ ძალიან ბევრი კადრი მაქვს ნანახი, ძალიან ბევრი მტკიცებულება მაქვს ნანახი იმისა, რომ იქ, სადაც ხის ამოღება მოხდა, ტექნოლოგიურად შესაბამის ვადაში განხორციელდა ამ ყველაფრის აღდგენა. იმ ადგილას, რა თქმა უნდა, ასწლოვანი ხე ვერ იქნება ჩარგული, მაგრამ გარემოსთვის ზიანის აღმოფხვრა ხდება. ეს ასწლიანი ხე მოჭრილი არ არის, მისი ადგილმდებარეობა შეიცვალა“ ,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მაია ცქიტიშვილმა კითხვას - ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ხეები გადაშენებას გადაარჩინა, უპასუხა: "რასაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ყოველთვის სიმართლეა. ასე რომ, შეგიძლიათ, მარტივად დაიჯეროთ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.