ევა კალაჩიანი: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლას სამი უფროსი მასწავლებელი ეყოლება
10-12-2019, 16:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის სომხურენოვან საჯარო სკოლას 2020 წლის იანვრიდან სამი უფროსი მასწავლებელი ეყოლება, - განუცხადა GUARDIAN.GE-ის სკოლის დირექტორმა, ევა კალაჩიანმა.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტო: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლის დირექტორი ევა კალაჩიანი)

 


მისი თქმით, ამ ეტაპზე სკოლაში ერთი უფროსი მასწავლებელია - სპორტისა და რუსული ენის პედაგოგი ჟანარ კალაჩიანი, რომელმაც ზაფხულში ჩააბარა გამოცდები - საგანშიც და პროფესიულ უნარებშიც. ასევე ზაფხულში გავიდა გამოცდებზე მათემატიკის მასწავლებელი ანი ბადალიანი, თუმცა მას კრედიტ-ქულები ვერ ეყო, მაგრამ გამოცდების გარეშე შეძლო მათი დაგროვება და მალე ისიც უფროსი მასწავლებელი გახდება.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტო: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლის რუსული ენის და სპორტის უფროსი მასწავლებელი ჟანარ კალაჩიანი)

 


ევა კალაჩიანის ინფორმაციით, ნოემბერში კიდევ ორი პედაგოგი გავიდა პროფესიული უნარების გამოცდაზე, რომელთაგან ერთ-ერთი მისი ქალიშვილი, ლუსინე კალაჩიანია, რომელსაც თავის საგანში - ბუნებაში გამოცდა ზაფხულში წარმატებით ჰქონდა ჩაბარებული და ამჯერად მან პროფესიულ უნარებში გამოსცადა თავი, მიიღო საჭირო კრედიტ-ქულა (4 კრედიტ-ქულა) და მასაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მომავალი წლის იანვრიდან მიენიჭება. რაც შეეხება მეორე პედაგოგს, მან პროფესიულ უნარებში შესაბამისი კრედიტ-ქულა ვერ მიიღო.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტო: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლის ბუნების, ხელოვნების და მუსიკის მასწავლებელი ლუსინე კალაჩიანი გაკვეთილის ჩატარების პროცესში)

 


ევა კალაჩიანი, რომელსაც ორი უმაღლესი სასწავლებელი - თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი (სპეციალობა: დაწყებითი განათლების პედაგოგიკა და მეთოდიკა; დაამთავრა სომხურ ენაზე) და კიროვაკანის (ახლანდელი ვანაძორი) უნივერსიტეტი (ფილოლოგიის ფაკულტეტი) წარჩინებით აქვს დამთავრებული, 1968 წლიდან უწყვეტად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და 14 წელია რაც წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლის დირექტორია. იგი 2005 წელს ხანძრისგან მთლიანად განადგურებულ სკოლას ჩაუდგა სათავეში, სახელმწიფოს მხრიდან გაწეული ფინანსური დახმარების წყალობით სრულად აღადგინა დამწვარი შენობა და დღემდე საუკეთესო მდგომარეობაში ინარჩუნებს წლების წინ გაკეთებულ კაპიტალურ რემონტს.

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტო: წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლის დირექტორი ევა კალაჩიანი)

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი