საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას Noble Partner მეხუთედ უმასპინძლებს
10-12-2019, 17:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2020 წელს საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი“ (Nobel Partner) უკვე მეხუთედ უმასპინძლებს. საერთაშორისო წვრთნა სექტემბერში ვაზიანის სხვადასხვა სასროლეთზე გაიმართება და მასში რამდენიმე სიახლის ჩართვაც იგეგმება. Noble Partner 2020-ში საველე სწავლების პარალელურად პირველად ჩატარდება მრავალეროვნული ბრიგადის დონის საშტაბო-სამეთაურო სწავლება, რომელიც მხარდაჭერილი იქნება სიმულაციური გათამაშებით. სწავლებაში დამატებული იქნება ასევე, ისეთი ახალი მიდგომები, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, საინფორმაციო ოპერაციებისა და ელექტრონული ბრძოლის საწინააღმდეგო ელემენტების ჩართულობა.

 

 

სწავლების საწყისი დაგეგმარების კონფერენცია „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხ პალასში“ მიმდინარეობს. საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მასშტაბური სამხედრო წვრთნისთვის კონკრეტულ ლოკაციებს არჩევენ, ზუსტდება მონაწილე ქვეყნებისა და სამხედროების ზუსტი რაოდენობა, ტექნიკა და აღჭურვილობა, ასევე სხვადასხვა ადმინისტრაციული და ლოგისტიკური საკითხები. „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის საბოლოო დაგეგმარების კონფერენციაზე კი, სწავლების შესახებ უკვე ყველა დეტალი გაიწერება და შეთანხმდება.

 

 

„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის მთავარი გზავნილია „ძალა პარტნიორობაშია“. მრავალეროვნული სწავლების მიზანი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ნატოს ძალებთან და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა, მრავალეროვნული, რეგიონული და ერთიანი პარტნიორობის შესაძლებლობების ჩამოყალიბება და განვითარება, ასევე ლოგისტიკური და ოპერატიული დაგეგმვისა და აღსრულების ასპექტების დახვეწაა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი