ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში მტკნარი წყლის ჩამომსხმელი საწარმო გახსნეს. მინისტრებთან ერთად საწარმო გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა დაათვალიერა.
აღნიშნული საწარმო კომპანია„აქუა ჯორჯიას“ ეკუთვნის, რომელსაც პროდუქცია, ძირითადად, ექსპორტზე ყაზახეთში გააქვს. „აქუა ჯორჯიამ“ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წელს წყლის მარაგები დაუმტკიცა. მალევე, კომპანიამ ჩამოსხმული წყლის პირველი საცდელი პარტია ყაზახეთში გაიტანა. ნათია თურნავამ კომპანიის მფლობელებს ბიზნესის წარმატებული დასაწყისი მიულოცა.
„დღეს კომპანიაში 5 ადამიანია დასაქმებული, თუმცა მომავალში მათი რიცხვი გაოთხმაგდება და 20 ადამიანი დასაქმდება. ასეთი მცირე წარმოებებიდან შედგება ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი ქვეყნის მომავალი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.