საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეო-კლიპს - „მიშას უყვარს ქალები“ ეხმაურება და აცხადებს, რომ „რა ვიდეოებიც არ უნდა აკეთოს ივანიშვილმა, ყველაფერი ნათელია, საქართველოს ხალხი გამოერკვა, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს ჩემს დაბრუნებას საქართველოში“.
„ერთი ერთში ჰგავს ივანიშვილი ასლანს, ოღონდ ერთი განსხვავებით 2003 წელს საკრებულოს წინ ასლანის ხალხი მიმართავდა მიტინგს „ძირს ცისფრები!“
ახლა ივანიშვილი მადანაშაულებს, რომ ქალები მომწონს ზედმეტად, თან ამ უბადრუკ ვიდეო-კლიპში რატომღაც ჩართული ყავს ვერა ქობალია.
მესმის რომ დაკომპლექსებულ ქონდრის კაცს ივანიშვილს, რომელმაც წულუკიანზე მეტი ვერ გაქაჩა, შეიძლება თვალში არ მოსდიოდეს ვერა ქობალია, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, ვერა იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ეკონომიკის მინისტრი.
არა ბიჭო! ციდან ჩამოვარდა რვა მილიონი ტურისტი, ქუთაისის აეროპორტი, ვიზეარი და უამრავი სხვა რამე.
რა ვიდეოებიც არ უნდა აკეთოს ივანიშვილმა ყველაფერი ნათელია, საქართველოს ხალხი გამოერკვა, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს ჩემს დაბრუნებას საქართველოში ყველანაირი გამოკითხვით და ითხოვს ივანიშვილის განდევნას და ამას უკვე წყალი აღარ გაუვა“, აცხადებს სააკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.