[ვიდეო] მიხეილ სააკაშვილი: „კუთხეში მომწყვდეული ივანიშვილი მთელ საქართველოში აგროვებს ხალხს იმისათვის, რომ დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ მას საქართველოში კიდევ აქვს მხარდაჭერა“
11-12-2019, 09:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ „კუთხეში მომწყვდეული ივანიშვილი, რომელიც მთლიანად გაკოტრდა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ახლა მთელს საქართველოში აგროვებს ხალხს იმისათვის, რომ დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ მას საქართველოში კიდევ აქვს მხარდაჭერა“.

 

 

„მე მინდა მივმართო იმ საჯარო მოხელეებს, რომელთაც ავალდებულებენ ამ აქციაზე ჩამოსვლას, მე მინდა მივმართო ჩვენს საყვარელ პედაგოგებს, რომლებიც მოჰყავთ აქციაზე იმიტომ, რომ სხვაგვარად შეიძლება შეექმნათ მათ სამსახურში პრობლემები. მეგობრებო, ეს არ არის სხვათაშორის გამოვიარეთ რაღაც კონცერტზე. ამ ჩამოსვლით თქვენ პრაქტიკულად მხარს უჭერთ იმ ადამიანს, რომელმაც თითოეული თქვენგანი მიიყვანა უკიდურეს გაჭირვებამდე და გაღატაკებამდე; თქვენ მხარს უჭერთ იმ ადამიანს, ვინც ახლა მაგალითად ჩემს აშენებულ საავადმყოფოებში გააუქმა სახელმწიფო პროგრამები და პრაქტიკულად, თქვენ უფასოდ ვეღარ იმკურნალებთ ვერსად; თქვენ მხარს უჭერთ იმ ადამიანს, რომელმაც პრაქტიკულად გაყინა თქვენი პენსიები და ხელფასები და რასაც გიგდებთ 20-30 ლარს, ამას უცებ ჭამს ინფლაცია და ლარის კურსი; თქვენ მხარს უჭერთ იმ ადამიანს, რომელმაც გაძარცვა საქართველო და რამდენიმე მილიარდი ლარი ამოიღო თქვენი ჯიბეებიდან ბოლო წლების განმავლობაში; თქვენ მხარს უჭერთ იმ ადამიანს, ვინც აპირებს რომ ციხეში ჩასვას საქართველოს სამხედროები იმისათვის, რომ მათ დაიცვეს ქვეყანა.

 

 

 


ახლახან მან აფრინა თავისი მინისტრი წულუკიანი ჰააგაში და ის ეხვეწებოდა საერთაშორისო სასამართლოს რომ სასწრაფოდ გაამტყუნონ ქართველი სამხედროები. მე ეს ვიცი აბსოლუტურად დანამდვლებით, რასაც ვლაპარაკობ.

 


თქვენ მხარს უჭერთ საქართველოს მტრებს და თქვენ მხარს უჭერთ თქვენი კეთილდღეობის კონკრეტულ მტერს.

 

 

მე ვიცი, რომ მათ მხარს არ უჭერთ, მაგრამ ნუ შექმნით იმის ალბათობას, იმის რაღაც ილუზიასაც კი, რომ ამ საქართველოს დამაქცევარს აქვს რამე მაინც მხარდაჭერა საქართველოში. ჩვენ ხომ ვიცით რომ ეს მას არ აქვს. ის დგას მხოლოდ რამდენიმე ასეულ პოლიციელზე და ესეც პრაქტიკულად ხელებში ეფშვნება.

 

 

ჩვენ უნდა დროზე ჩამოვაშოროთ ეს ადამიანი, დროზე უნდა ამოვიდეს ჩვენი ქვეყანა ამ უბედურებიდან. უნდა შევქმნათ უამრავი ახალი სამუშაო ადგილი. უნდა შევწყვიტოთ ხალხის გადინება ქვეყნიდან, უნდა დავაბრუნოთ ჩვენი გასული ადამიანების დიდი ნაწილი.

 


ივანიშვილის გეგმა - საქართველოს გენოციდი - უნდა ჩავშალოთ. მოდით ნუ გავხდებით ამ ყველაფრის უნებური თანამონაწილე“, აცხადებს სააკაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი