თბილისში მოძრავ მიკროავტობესებს რესურსი ყველანაირად აქვს ამოწურული. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მგზავრობა, გამონაბოლქვი. მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ მოხდეს მიკროავტობუსების ჩანაცვლება. ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ კომპანიასთან, რომ ახალი მიკროავტობუსები შემოიყვანონ ისე, რომ არ მოხდება მგზავრობის საფასურის გაზრდა, - განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
აღნიშნულთან დაკავშრებით კომპანიასთან მემორნადუმი დღეს დაიდება.
„მიკროავტობუსებს რესურსი ყველანაირი თვალსაზრისით აქვს ამოწურული. სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს მგზავრობა და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გამონაბოლქვი და თქვენ იცით რამხელა ყურადღება ეთმობა ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას და ერთ-ერთი კომპონენტი ჰაერის დაბინძურებაში ეს არის ტრანსპორტი ზოგადად, არა მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ზოგადად, ყველა - კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიყოთ პირველები, ვინც დაიწყებს ამის მოწესრიგებას და კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია და მივადექით საკითხს, რომ მოხდეს მიკროავტობუსების განახლება, ჩანაცვლება პარალელურად იმ პროცესებისა, რომელიც დედაქალაქის მერიას აქვს დაწყებული ახალი ავტობუსების შემოყვანით, ჩანაცვლების და პარკის განახლებით. ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ კომპანიასთან იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა ისე, რომ მოსახლეობას არ გაეზრდება ტარიფები“, განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.