თბილისის მერმა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა
11-12-2019, 12:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა კახა კალაძემ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ახალი ხელმძღანელი, ვიქტორ წილოსანი წარადგინა. ვიქტორ წილოსანი განათლებით ეკონომისტია და ის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

 


რაც შეეხება მამუკა მუმლაძეს, რომელიც აქამდე ტრანსპორტის საქალაქო სამსხურის უფროსის თანამდებობას იკავებდა, კახა კალაძის განცხადებით, ის მუშაობას კვლავ მერიაში გააგრძელებს.

 


თბილისის მერმა მას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

 


„მამუკა მუმლაძე, რომელიც აქამდე ხელმძღვანელობდა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს არსად მიდის და ჩვენთან აგრძელებს მუშაობას. მინდა მადლობა გადავუხადო მას გაწეული შრომისთვის და საქმიანობისთვის, რაც მან გააკეთა ამ რთულ პერიოდში. როდესაც ჩვენ მოვედით დედაქალაქის მთავრობაში და დავიწყეთ მუშაობა, ძალიან რთული პერიოდი იყო გადაბარების პროცესის ჩათვლით. მამუკა უშუალოდ ჩართული იყო დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების საკითხში, რომ შემუშავებულიყო ახალი სქემები და ტრანსპორტი გადანაწილებულიყო, ისე, რომ რესურსი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნდა მაქსიმალურად სწორად ყოფილიყო გამოყენებული“,- განაცხადა კახა კალაძემ.

 


თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა ახალ სისტემაზე გადადის და გარდა ახალი ავტობუსების შემოყვანისა, იქმნება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. მისივე განცხადებით, დაწყებულია მუშაობა ტრანსპორტის მართვის ერთიან სისტემაზე.

 


„ჩვენ გადავდივართ ახალ სისტემაზე. გარდა იმისა, რომ ახალი ავტობუსები შემოგვყავს, პარალელურად ვქმნით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და იქ სადაც შევდივართ ინფრასტრუქტურული სამუშაოებით ,ყველგან იქმნება ავტობუსის ზოლები, რათა ქალაქში საზოგადოებრტივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე სწრაფი და შეძლოს შეუფერხებლად გადაადგილება. ასევე დაწყებულია მუშაობა ტრანსპორტის მართვის ერთიან სისტემაზე - ტრანსპორტის გენერალურ გეგმაზე, რათა სატრანსპორტო სისტემა რამდენიმე წელიწადში იყოს სრულად გამართული არამხოლოდ ახალი ავტობუსებით, არამედ სათანადო ინფრასტრუქტურით, ჭკვიანი შუქნიშნებით, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ეს მოგვცემს გარკვეულ შვებას იმ საცობებთან მიმართებაში, რომელიც დღეს ყველას გვაწუხებს“,- განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ვიქტორ წილოსანს ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი