საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან. გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მიმდინარე აქტუალურ თემებს, ორმხრივ ურთიერთობებს, განხორცილებულ ვიზიტებსა და ახლო მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებს.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე გახლდათ. გერმანულმა მხარემ ქართულ მხარეს გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
ვახტანგ მახარობლიშვილი: “ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ხსენებულ საკითხზე რეგულარულად გვაქვს კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, ასევე შესაბამის უწყებებს შორის“
ჰუბერტ ქნირში: „ჩემს ქართველ კოლეგასთან საკმაოდ ნაყოფიერი საუბარი მქონდა. ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, მისი ბერლინში განხორციელებული ვიზიტი. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას. ეს გერმანიის მხარის გამოძიებაა, თუმცა აღნიშნული საკითხი ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის. მინისტრის პირველ მოადგილეს მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანის ხელისუფლების დასკვნის თანახმად, არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული საქმე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დანაშაულია და გამოძიება ამაზე დარყდნობით გრძელდება“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.