ტაქსის მძღოლი: "ჯერ ამოგვასუნთქეთ და მერე გინდათ "ტეხასმოტრი" წელიწადში 5-ჯერ გაგვატარებინეთ" (ვიდეო)
13-02-2014, 11:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ავტომობილის ტექდათვალიერებისთვის მომზადებამ, შესაძლოა, უშუალოდ მანქანის თვითღირებულებასაც კი გადააჭარბოს.

 

 

როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, გამორიცხული არ არის, ზოგიერთი მანქანის მოწესრიგება 1000, ზოგის კი 2000 დოლარიც დაჯდეს. ოფიციალურად ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება მძღოლებს 48 ლარი დაუჯდებათ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი სატრანსპორტო საშუალება ყველა პირობას დააკმაყოფილებს. კატალიზატორი, საბურავები, საქარე მინები, სამუხრუჭე ხუნდები, ფარები - ეს ავტომანქანის ნაწილების ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც სავალდებულო ტექდათვალიერებამდე მძღოლს წესრიგში უნდა ჰქონდეს მოყვანილი. მართალია, ამ ეტაპზე ტექდათვალიერების პირობები ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის და უცნობია სარეკომენდაციო ჩამონათვალი, მაგრამ ზემოჩამოთვლილი დეტალების მოუწესრიგებლობის შემთხვევაში რომ მანქანა ტექდათვალიერებას ვერ გაივლის, ეს აქედანვე ცხადია", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ტექდათვალიერებისთვის მანქანის მომზადება 1000 დოლარიც კი დაჯდება / "არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ტაქსის მძღოლები მშივრები დარჩნენ".

 

 

"სავალდებულო ტექდათვალიერების პირობები ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის. ამ დროისთვის მუშაობა მიმდინარეობს და დგინდება პირობები. დაახლოებით 2 თვეში ჩვენ გვექნება უკვე საბოლოო სარეკომენდაციო ჩამონათვალი, რომელიც შესაბამის იურიდიულ ძალასაც შეიძენს", - აცხადებს შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორი ოთარ დანელია.

 

 

"რაც შეეხება კატალიზატორების აუცილებლობას, დანელიას თქმით, ეს მოთხოვნა ნამდვილად იქნება. თავის დროზე კატალიზატორები ავტომობილებიდან ამოიღეს, რადგან შეიქმნა მოსაზრება, რომ მის გარეშე მანქანა კარგად მუშაობდა. მოთხოვნა მასზე ადრე არ იყო, არც ტექდათვალიერება იყო და ამიტომ ავტომობილების მფლობელთა დიდი ნაწილი მას ყიდდა. ახლა კი, როგორც დანელია აცხადებს, მძღოლებს კატალიზატორის ჩაყენება მოუწევთ. "ყველა უნდა ეცადოს, რომ 2015 წელს გაიაროს ტექდათვალიერება, თუმცა თუ ვინმე ვერ გაივლის, უნდა გაითვალისწინოს ის შენიშვნები, რაც მასთან მიმართებაში ექნებათ. ჩვენი "დედლაინი" 2019 წელია. სწორედ ამ დროს უნდა შეხვდეს საქართველო ტექნიკურად გამართული ავტომობილებით. ეს არის ჩვენი მიზანი", - აცხადებს "კომერსანტთან" საუბრისას დანელია.

 

 

"ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულია 900 000-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა დიდი ნაწილი 10 წელზე მეტი ასაკისაა. ექსპერტის სატრანსპორტო საკითხებში დავით მესხიშვილი ამბობს, რომ რეგისტრირებული ავტომობილებიდან დაახლოებით 320 ათასი 20 წელზე მეტი ასაკისაა, დაახლოებით ამდენივე კი 10-დან 20 წლამდე ასაკის. "შესაბამისად, ავტომფლობელებს მანქანების ტექდათვალიერებისთვის მომზადება საკმაოდ ძვირი დაუჯდებათ. მაგალითად, კატალიზატორი, რომელიც მანქანების 80%-ს არ აქვს, (ის ძვირადღირებულ ლითონს შეიცავს და ყიდიან), მინიმუმ 200 დოლარი ღირს, არის 300 და 400-დოლარიანიც. ფასი დამოკიდებულია მანქანის მარკაზე და წლოვანებაზე. ამას მოჰყვება საბურავები, რაც ტექდათვალიერებისას არა მეორადი, არამედ ახალი უნდა იყოს. ეს კი მძღოლებს საშუალოდ 400-600 ლარი დაუჯდებათ. გარდა ამისა, აუცილებელია სხვა ტექნიკური საკითხების მოწესრიგება, რაც საბოლოო ჯამში, ავტომფლობელის ხარჯებს მნიშვნელოვნად გაზრდის. ანუ გამოდის, რომ ტექდათვალიერება დაახლოებით 650 ათასი ავტომფლობელისთვის (დაახლოებით ამდენია 10 წელზე მეტი ასაკის) პირდაპირი დარტყმა იქნება. ზოგ შემთხვევაში, მანქანის ტექდათვალიერებისთვის მომზადება მძღოლს, შესაძლოა, ავტომობილის თვითღირებულებაზე მეტიც დაუჯდეს. შესაძლოა, ამ თანხამ 1000 დოლარსაც კი გადააჭარბოს", - ამბობს მესხიშვილი.

 


"იმისათვის, რომ სავალდებულო ტექდათვალიერება მოსახლეობისთვის პრობლემური არ აღმოჩნდეს, კარგი იქნება, მისი ერთბაშად შემოღება არ მოხდეს. აუცილებელია განისაზღვროს თუ რა სტანდარტებით მოხდება მანქანების შემოწმება, როგორი იქნება პირობები და ა.შ. "მეორე და ასევე მთავარი პრობლემაა საწვავის ხარისხი. შეიძლება ჩემი მანქანა სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, მაგრამ საწვავის ხარისხია დაბალი და კატალიზატორი მის სრულად წვას ვერ ახერხებს. ამიტომ მანამდე აუცილებელია საწვავის ხარისხის გაკონტროლებაც. მძღოლებს კი უნდა მიეცეთ გონივრული ვადა, რომ მათ ავტომანქანების მოწესრიგება შეძლონ. უნდა დაწესდეს გარკვეული შეზღუდვა გაუმართავი ავტომობილების შემოყვანაზეც და ა.შ. გასაგებია, რომ ტექდათვალიერება 48 ლარი ეღირება, მაგრამ აქ სხვა რამეცაა გასათვალისწინებელი. ავტობიზნესი არის გრძელი ჯაჭვი და ტექდათვალიერება არა მარტო 650 ათასამდე მძღოლს, არამედ მეორადი საბურავებისა და მეორადი ავტონაწილების ბიზნესსაც დაარტყამს. გაიზრდება კატალიზატორებზე მოთხოვნა, რაც შეიძლება რომელიმე კონკრეტული ადამიანის ბიზნეს-ინტერესი იყოს. დღეს ბაზარზე კატალიზატორს, პრაქტიკულად, ვერსად იყიდი", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას დავით მესხიშვილმა.

 

 

"გარდა ამისა, მესხიშვილის ვარაუდით, სავალდებულო ტექდათვალიერება სერიოზულად ნეგატიურ გავლენას მოახდენს რეექსპორტზეც, რადგან უცნობია თუ როდის უნდა მოახდინოს ავტოდილერმა თუ ავტომფლობელმა მანქანის ტექდათვალიერება, განბაჟებამდე თუ მას შემდეგ. "სავალდებულო ტექდათვალიერებას აქვს პლუსიც. ამის შემდეგ შემცირდება ავტოსაგზაო შემთხვევების, დაშავებულებისა და დაღუპულთა რაოდენობა, მაგრამ ეს არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ტაქსის მძღოლები მშივრები დარჩნენ. და ბოლოს, საქართველოში ტექდათვალიერება რეალურად არ არსებობდა. იმას, რაც ადრე იყო, უბრალოდ, ერქვა ტექდათვალიერება. შეიძლება ითქვას, პირველად შემოდის ეს მექანიზმი, მაგრამ წარმოუდგენელია, ის იყოს ევროპული სტანდარტის, რადგან ასეთ შემთხვევაში, მას ავტომობილების მხოლოდ 20% გაივლის. თუ შემოგვაქვს ქართული სტანდარტი, აქვე ჩნდება კითხვა, მაშინ რატომ შემოგვყავს ევროპული კომპანია, რომელიც ევროპულ სტანდარტს იცავს?" - ამბობს მესხიშვილი და შესაბამის სამთავრობო უწყებებს ტექდათვალიერებისთვის განსაზღვრული ყველა პირობის რაც შეიძლება სწრაფად შემუშავებისა და გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს.

 

 

guardian.ge ავტომანქანების ტექდათვალიერების შემოღებასთან დაკავშირებით ტაქსის რამდენიმე მძღოლს გაესუბრა. დაბლა მოცემულ ვიდეოებში შეგიძლიათ მოისმინოთ მათი აზრი ამ საკითხის თაობაზე.  

 

                                   

 

 

                                     

კომენტარები: 64
#64   Shelly
      
References:


Same day payout pokies payid womans-days.ru
გუშინ, 11:50
#63   Liza
      
References:


Online casino einzahlung sofortüberweisung okaywan.com
23 სექტემბერი 2026 20:46
#62   Marco
      
References:


Casino sofort echtgeld 1v34.com
23 სექტემბერი 2026 11:56
#61   Ronda
      
References:


Casino sofortüberweisung einzahlung pad.funkwhale.audio
22 სექტემბერი 2026 13:15
#60   Priscilla
      
References:


Auszahlung mit sofort casino docs.monadical.com
22 სექტემბერი 2026 13:09
#59   Jamila
      
References:


Spielothek sofortüberweisung klarna http://madk-auto.ru
22 სექტემბერი 2026 02:44
#58   Clarice
      
References:


Willkommensbonus sofortüberweisung https://g.clicgo.ru
22 სექტემბერი 2026 02:14
#57   Therese
      
References:


Casino mit sofortüberweisung bezahlen https://codimd.syssec.org/ksqTogqsRZysBpbop7_0qg
22 სექტემბერი 2026 01:22
#56   Whitney
      
21 სექტემბერი 2026 11:44
#55   Arlie
      
References:


Bank transfer casino free spins electronic funds
transfer casinos Australia
21 სექტემბერი 2026 08:17
#54   Veta
      
References:


AUD MiFinity online casinos http://www.supergame.one
21 სექტემბერი 2026 00:48
#53   Amanda
      
References:


Trustly Banküberweisung Trustly Casino
Bewertung
20 სექტემბერი 2026 22:43
#52   Carey
      
References:


Casino EFT banking options quick bank transfer withdrawal pokies
20 სექტემბერი 2026 04:00
#51   Coy
      
References:


Payid pokies free spins http://ua-ds.com.ua
20 სექტემბერი 2026 00:17
#50   Bernardo
      
References:


1 dollar payid pokies bzsbs.cn
19 სექტემბერი 2026 20:50
#49   Julie
      
References:


Payid accepted pokies australian payid pokies
18 სექტემბერი 2026 21:49
#48   Darrin
      
References:


Online pokies pay id http://www.qazaqpen-club.kz/en/user/eyegallon38/
16 სექტემბერი 2026 01:33
#47   Jonah
      
References:


Payid pokies withdrawal best online pokies
payid
14 სექტემბერი 2026 10:06
#46   Juan
      
References:


Best payid pokies australia pokies sites that take payid
12 სექტემბერი 2026 15:17
#45   Sean
      
References:


Pay id pokies australia https://hedgedoc.rezo-rm.fr/3qyYyz2sQVOcpy_eEGaKmA
12 სექტემბერი 2026 13:29
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი