ტალინში ქართული დიზაინით გაფორმებული სკვერი გაიხსნა
11-12-2019, 13:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, არჩილ ყარაულაშვილმა და ტალინის მერმა, მიხაილ კილვარტმა, ტალინის ცენტრში ქართული დიზაინით გაფორმებული სკვერი “რაუას მწვანე სივრცე” გახსნეს. დამსწრე საზოგადოებას ასევე მიმართეს ტალინის ცენტრალური უბნის გამგებელმა, ვლადიმერ სვეტმა და არქიტექტორმა, ტიინა ტუულიკმა.

 


საქართველოსადმი მიძღვნილ სკვერში გასულ წელს ესტონეთის რესპუბლიკაში 1920-1921 წლებში მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა. “რაუას მწვანე სივრცე”, საქართველოს პირველი ოფიციალური წარმომადგენლობის მისამართის, ნარვა მანტეს 20 ნომრის სიახლოვეს სიმბოლურად შეირჩა, რადგან სასტუმრო „როომა“, სადაც წარმომადგენლობა იყო განთავსებული, 1944 წლის 9-10 მარტის დაბომბვის შედეგად განადგურდა.

 


ორივე ინიციატივა (მემორიალური დაფის გახსნა და ქართული დიზაინის ბაღის დაარსება) ესტონეთში საქართველოს საელჩოს ეკუთვნის, რომელიც საელჩოს ძალისხმევით, ტალინის მერიასთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მისივე მხარდაჭერით, ასევე თბილისის მერიის თანადგომით განხორციელდა.

 


სკვერის ქართული დიზაინი არქიტექტორ ტიინა ტუულიკის მიერ იქნა მომზადებული. ბაღის ცენტრში განთავსებულია მოედანი ბორჯღალის ილუსტრაციით, რომელიც ღია ფერისა და მუქი წითელი ქვითაა მოპირკეთებული. მწვანე სივრცის რელიეფი ტალღოვანია, ასევე, მასში განთავსებულია დიდი ზომის ლოდები, რაც სიმბოლურად საქართველოს მთიან და კლდოვან ლანდშაფტს განასახიერებს. ქართული ვენახების სიმბოლოდ, ბაღში მცირე ზომის ბუჩქების რიგებია დარგული. ბორჯღალის ირგვლივ თბილისის მერიის მიერ სპეციალურად აღნიშნული სკვერისთვის მოწოდებული სკამები განთავსდა, წარწერით „თბილისი“.

 


საქართველოს ელჩმა სიტყვით გამოსვლისას მადლიერება გამოხატა ამ ინიციატივის აღსრულებაში ჩართული ყველა უწყების, განსაკუთრებით, ტალინის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისა და შესაბამისი სამსახურების მიმართ, მხარდაჭერისა და ზემოხსენებული პროექტის განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი