ემზარ საბანაძემ მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან გამართულ შეხვედრაზე ონის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემური საკითხები განიხილა
11-12-2019, 15:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.

 

 

ონის მერიის ცნობით, წარმომადგენლებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, რომლის გათვალისწინება შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება მომდევნო წლების პრიორიტეტების გეგმებში.

 


შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ადმინისტრაციული ერთეულებისთვის აქტუალურ საკითხებს: სოფლებში თბობის სეზონისთვის მზადების პროცესს, წყალმომარაგების პრობლემას და სოციალურ თემატიკას, რაც შესაბამისი სამსახურების ჩართულობით უახლოეს მომავალში, შესაძლებლობის ფარგლებში გადაიჭრება.

 


მერის განცხადებით, ნებისმიერი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია დეპუტატთან ერთად შეთანხმებულად იზრუნოს თავის თემში არსებული პრობლემების დროულ რეაგირებსა და მოგვარებზე, ასევე ყურადღება გაამახვილა სოფლად მოზამთრე ოჯახებზე და განსაკუთრებით, მოხუცებზე.

 


„სოფლად მოზამთრე ოჯახები და განსაკუთრებით მოხუცები მუდამ უნდა გრძნობდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისგან მაქსიმალურ ყურადღებას და მზრუნველობას“, განაცხადა ემზარ საბანაძემ.

 


წარმომადგენლებმა მერისგან მიიღეს მითითებები, რომ მათი საქმიანობა შედეგზე ორიენტირებული და მეტად წარმატებული გახდეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი