ჩემი განცხადება შეიძლება, ვიღაცას არ მოეწონოს ან მოეწონოს, მაგრამ ეროვნული ბანკის როლი ლართან დაკავშირებულ სიტუაციაში შეიძლება იყოს მინიმალური, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გადაცემა "პოლიტარტში" განაცხადა და დაამატა, რომ ქვეყანაში "დღეს არის ჭარბი ვალუტა, დადებითი ბალანსი, რაც ემოციური ფონის მოხსნის შემთხვევაში გაამყარებს ეროვნულ ვალუტას".
"დაახლოებით 35 %-იანი დევალვაცია ნამდვილად არ არის გამოწვეული მთავრობის უმოქმედობით ან არასწორი ნაბიჯებით. თუ შევხედავთ ჩვენი სავაჭრო პარტნიორების დევალვაციას დოლართან მიმართებაში, აბსოლუტურად იგივე დონის დევალვაციასთან გვაქვს საქმე. უფრო მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში, გამომდინარე ამა თუ იმ ქვეყანასთან ჩვენი სავაჭრო ბალანსიდან, გვაქვს უფრო მეტი ან უფრო ნაკლები დევალვაცია, რაც მათემატიკურ კანონზომიერებებს ემორჩილება. ჩვენი ვალუტა ამ კანონზომიერებიდან ამოვარდნილი რომ იყოს, მაშინ შეგვეძლებოდა გვეთქვა, რომ შექმნილი სიტუაცია შიდაეკონომიკურ გადაწყვეტილებებთან არის დაკავშირებული.
რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, ჩემი განცხადება შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს ან მოეწონოს, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ეროვნული ბანკის როლი ამ სიტუაციაში შეიძლება იყოს მინიმალური. იყო მომენტები, როცა ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკი უნდა ჩარეულიყო, რათა კურსის მოძრაობაში ემოციური ნახტომები მოხსნილიყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს ჩარევა მოხსნიდა ემოციურ კომპონენტს იმ მომენტში, თუმცა გაუფასურების დონეს ვერ შეცვლიდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - არსებული სიტუაცია გამოწვეულია იმ საგადამხდელო ბალანსით, რაშიც არის ბევრი კომპონენტი შესული", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრის აზრით, თუ რაიმე დამატებით უარყოფითი მოვლენები არ მოხდა, საქართველოს ეროვნული ვალუტა უნდა გამყარდეს.
"პრემიერის ხელმძღვანელობით ბოლო პერიოდში მჭიდრო კონტაქტი გვაქვს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან. ყველანაირი მოდელირება, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, მათ შორის ძალიან პესიმისტური და კონსერვატიული მოდელირებებიც კი, აჩვენებს, რომ ქვეყანაში დღეს არის ჭარბი ვალუტა, დადებითი ბალანსი, რაც ემოციური ფონის მოხსნის შემთხვევაში გაამყარებს ეროვნულ ვალუტას. ეს არის რეალობა. ასე რომ, თუ რაიმე დამატებითი უარყოფითი მოვლენები არ მოხდა, მე ნამდვილად ველოდები, რომ ჩვენი ვალუტა უნდა გამყარდეს", - აღნიშნა მან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.