"აზარტული თამაშებით დაკავებული პირი პირველივე შემთხვევაში გათავისუფლდება სამხედრო სამსახურიდან და უკან ვეღარ აღდგება"
03-09-2015, 03:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თინათინ ხიდაშელის გადაწყვეტილებით, ყველა სამოქალაქო თუ სამხედრო პირი, რომელიც დასაქმებულია თავდაცვის სამინისტროში ან შეიარაღებულ ძალებში და დაუდასტურდებათ, რომ ჩაბმულები არიან აზარტულ თამაშებში, სამუდამოდ გათავისუფლდებიან სამხედრო სამსახურიდან.


საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯარში თვითმკვლელობის შემთხვევების უდიდესი ნაწილი სწორედ აზარტული თამაშებიდან გამოწვეული ვალების გამო ხდება.


"სულ რამდენიმე დღის წინ ჯარისკაცმა თვითმკველელობით დაასრულა სიცოცხლე. ჯარში არის რამდენიმე ასეთი შემთხვევა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია და სტატისტიკა ადასტურებს, რომ ეს გამოწვეულია იმის გამო, რომ ამ ადამიანებს აქვთ ვალები. მათ შორის, აზარტული თამაშებით არიან დაკავებული და ამის გამო სიცოცხლეს ამთავრებენ თვითმკვლელობით. ჩვენ მაქსიმალურად გავატარებთ პრევენციულ ღონისძიებებს იმისთვის, რომ ან საერთოდ აღარ იყოს ასეთი შემთხვევები, ან მაქსიმალური მინიმალიზაცია მოხდეს. თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ამ მიმართულებით პოლიტიკა გამკაცრდება, ნებისმიერი პირი, რომელიც მუშაობს თავდაცვის სამინისტროში და არის სამხედრო თუ სამოქალაქო პირი, რომელიც შემჩნეული იქნება და დაუდასტურდება, რომ არის აზარტული თამაშებით დაკავებული, პირველივე შემთხვევაში გათავისუფლდება სამხედრო სამსახურიდან და უკან ვეღარ აღდგება. ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო ამ გადაწყვეტილებებში", - განაცხადა ხიდაშელმა.


მისივე თქმით, სამხედრო სამსახურიდან ასევე გათავისუფლდებიან ნარკოტიკებზე დამოკიდებული პირები და ისინი, ვინც სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე სიმთვრალეზე იქნებიან შემჩნეულები.


"მათ მიმართაც უმკაცრესი ღონისძიებები გატარდება. ყველა ამ შემთხვევაში არავითარი კომპრომისი და ნდობა ჩვენი მხრიდან არ იქნება. არ გავითვალისწინებთ არანაირ დამსახურებებს", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი