ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა (ძდექ), ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით პროექტი „ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ მსჯავრდებულ ქალთა რესოციალიზაციის ხელშეწყობა“ განახორციელა. პროექტი ითვალისწინებს იმ ქალების მხარდაჭერას, რომლებიც პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში მოხვედრამდე ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.
პრობაციის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს პროექტის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს აღნიშნული პროგრამის შედეგების შესახებ და პროექტის ფარგლებში შემუშავებული იდენტიფიცირების კითხვარი და სარეაბილიტაციო პროგრამა შემდგომი გამოყენების მიზნით გადასცეს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს.
საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რომელშიც პენიტენციურ და პრობაციის სისტემის სპეციალისტებიც იყვნენ ჩართულნი, შემუშავებული სკრინინგი მნიშვნელოვნად დაეხმარება სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს ძალადობაგამოვლილი ქალების იდენტიფიცირებასა და მათი საჭიროებების განსაზღვრაში; ხოლო ჯგუფური სარეაბილიტაციო პროგრამა „ქალგა“ ძალადობაგამოვლილი მსჯავრდებულების რეაბილიტაციასა და მათი სოციალური უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.
„ქალგამ“ უკვე წარმატებით გაირა პილოტირება ქალთა N5 დაწესებულებაში“. პროგრამა თანხვედრაშია წევრი სახელმწიფოებისადმი ევროპულ ციხის წესების რეკომენდაციასთან Rec(2006)2, რომლის მიხედვითაც, იმ ქალ პატიმართა მიმართ, რომლებსაც წარსულში გადატანილი აქვთ ფიზიკური, მორალური ან სექსუალური ძალადობა, განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა გამოვლინდეს.
ღონისძიება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალური კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენლებთან ერთად ნიდერლანდების სამეფოს ელჩი, მააიკე ვან კოლდამი ესწრებოდა.
ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.