ეკა ბესელია: „ჯერ კიდევ აქვს დრო „ქართულ ოცნებას“, რომ საშინელი განზრახვა უკან წაიღოს“
12-12-2019, 12:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას თქმით, პლენარულ სხდომამდე, სადაც საბოლოო კანჭისყრა უნდა გაიმართოს, ჯერ კიდევ აქვს დრო „ქართულ ოცნებას“,  შეცვალოს გადაწყვეტილება.

 

 

„საბოლოო კენჭისყრა უნდა მოხდეს სესიაზე. ჯერ კიდევ აქვს დრო „ქართულ ოცნებას“, რომ საბოლოოდ არ დაკარგოს, ბოლო წერტილი, რაც დარჩა, კიდევ აქვს შანსი კენჭისყრამდე, რომ უკან წაიღოს ეს საშინელი განზრახვა, რაც ქვეყნისთვის საზიანოა. ბოლო კენჭისყრა იქნება სესიაზე. მე გამოვიყენებ კიდევ ერთ ბოლო მცდელობას, რომ კენჭისყრაზე, სესიაზე იქნებ რამე შეიცვალოს. იურიდიული კომიტეტი ჩაბარებულია კლანს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს დანაშაული ჩაიდინა, მან იძალადა. მისი მითითებით მოხდა ძალადობა ჟურნალისტებზე. ამიტომ, მე მისგან არაფერს ველოდები, კლანის სამსახურის ფასად ზის იქ, სადაც ზის. ამიტომ, ყველა იმ ადამიანმა, ვინც თითს იშვერდა წარსულისკენ, მორალური უფლება დაკარგა. ვინც ხმა მისცა ახლა ამ ადამიანებს, სესიაზე, როცა პარლამენტი საბოლოოდ უყრის კენჭს ამ ადამიანებს, მათი ბოლო შანსი იქნება, მთლიანად იქნებიან პასუხისმგებელი 9 წელზე, თუ არ გაემიჯნებიან ამ ძალადობას“ ,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

პარლამენეტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს უყარა კენჭი, საიდანაც რეკომენდაცია 14 კანდიდატს გაუწია. 

 

 

უვადო მოსამართლეობის კანდიდატები, რომლებსაც კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია არიან: მერაბ გაბინაშვილი, მირანდა ერემეაძე, მამუკა ვასაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე.

 

 

რეკომენდაცია არ გაუწიეს თამარ ალანიას, შოთა გეწაძეს, ზაზა თავაძეს, პაატა სილაგაძეს, ლაშა ქოჩიაშვილს და გოჩა ჯეირანაშვილს.

 

 

მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა ახლა უკვე პლენარულ სხდომაზე უნდა გაიმართოს.

 

 

მოსამართლეობის კანდიდატებს ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.

 

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს საშემოდგომო სესიაზე მოუსმინა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი