[ვიდეო] რომან გოცირიძე და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი დაჩი ბერაია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
12-12-2019, 16:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძესა და „ქართული ოცნების“ ხობის მაჟორიტარ დეპუტატ დაჩი ბერაიას შორის პარლამენტის შენობაში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

 


დაჩი ბერაიას თქმით, რომან გოცირიძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც მისი მხრიდან რეაქცია მოჰყვა.

 

 

„დაპირისპირებისგან საზოგადოება დაიღალა და მინდა ბოდიში მოვუხადო ამის გამო. რაც შეეხება დღევანდელ ინციდენტს, რომან გოცირიძე არის მატყუარა და უზრდელი ადამიანი. სწორედ ამას მოჰყვა ჩემი მხრიდან ბუნებრივი რეაქცია, თუმცა გულწრფელად მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო. მან მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ინციდენტისთვის, რომელიც დაინახეთ, მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ ბოდიში მოვუხადო“, განაცხადა დაჩი ბერაიამ.

 

 

 

 

 

რომან გოცირიძის თქმით კი, დაჩი ბერაიას მსგავს ადამიანებს მათივე ენით უნდა ელაპარაკო და მან „საკადრისი მიიღო“.

 

 

„ვიღაც დაჩი ბერაია, რომელიც დღეს უკვე ყველამ გაიგო, სამი წელი მდუმარედ იჯდა და კაციშვილმა არავინ იცოდა, ვინ იყო. დაჩი ბერაია ამ ე.წ. ბუნტის გათამაშებით, რომელიც ივანიშვილმა გააკეთა, გახდა ცნობილი. სოციალურ ქსელში დავწერე ასეთი უწყინარი „პოსტი“, რომ ივანიშვილმა ნაცვლად დასჯისა, ურჩები დააწიანაურა-მეთქი. ვიღაც დაჩი ბერაია იფიქრებს ახლა, რომ რაც უფრო მეტად ვეურჩები, დამაწინაურებს და შეიძლება, ჯანდაცვის მინისტრობაც დაირტყას-მეთქი. მომადგა, უტვინო ვიღაც ტიპი და ქურდულად არჩევს საქმეს. საკადრისი ვუთხარი, რასაც იმსახურებს. ასე რომ საკადრისი მიიღო. ამნაირ ადამიანებს მათივე ენით უნდა ელაპარაკო, რაღაც ფიზიკური შეხლა-შემოხლის მცდელობა იყო“, განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი