პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო პლენარულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭს უყრის, რადგან, მისი თქმით, კანონმდებლობის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია.
„საქართველოს კანონმდებლობა, კონსტიტუცია და კანონები პირდაპირ ითვალისწინებს, რომ როდესაც ძალაშია სასამართლოს გადაწყვეტილება პირის მხრიდან ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ამ შემთხვევაში ეს არის პირდაპირი საფუძველი, რომ მას შეუწყდეს უფლებამოსილება. შესაბამისად, სხვა არჩევანი განხილვისთვის აქ არ არსებობს. პარლამენტმა, საპროცედურო კომიტეტმა ეს განიხილა, გადასცა პლენარულ სხდომას და პლენარულ სხდომაზე, როგორც კი განახლდება, კენჭი ეყრება ამ საკითხს“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას უკვე მხარი დაუჭირა, რის შემდეგაც საკითხი უკვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა კენჭის საყრელად.
მელიასთვის დეპუტატის სტატუსის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ „ბანკი ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე, ბრალდებულის, ნიკანორ მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით და ამასთან, ორი წლის და სამი თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.