პროკურატურა გიგი უგულავასთვის 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას და ასევე საგამოძიებო უწყებაში მისი პასპორტის ჩაბარებას ითხოვს
12-12-2019, 18:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი იყო გიგი უგულავა, რასაც მტკიცებულებები ადასტურებს, – განაცხადა საქმის პროკურორმა გიორგი ქობულაძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე, რომელიც უგულავას ადვოკატის გამოუცხადებლობის გამო 19:00 საათისთვის გადაიდო.

 


როგორც პროკურორმა აღნიშნა, გამოძიება გიგი უგულავასათვის ხუთი ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას და ასევე საგამოძიებო უწყებაში მისი პირადობის მოწმობის ან პასპორტის ჩაბარებას ითხოვს.

 

 

„საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, რაც ძირითადად მოწმეთა ჩვენებებს მოიცავს, ასევე სამედიცინო დოკუმენტაციით, რაც დაზარალებულების დაზიანებებს ასახავს, ამ ეტაპზე იკვეთება გიგი უგულავას მხრიდან დანაშაული. ამ ეტაპზე დგინდება, რომ ინციდენტში მონაწილეობდა ოთხი პირი - ერთ მხარეს იყვნენ გიორგი უგულავა და გიორგი გაბაშვილი, მეორე მხარეს ორი სხვა პირი. ამ დროისთვის საუბარია ცემაზე. პირს, რომელიც უგულავამ სცემა, აღენიშნება დაზიანებები სახის არეში და ამას ადასტურებს ექიმის დასკვნაც. საბოლოოდ რა ხარისხის დაზიანებები აქვს ამ პირს, ექსპერტიზა უპასუხებს.

 


ბრალდების მხარე შუამდგომლობს გიორგი უგულავას მიმართ, ხუთი ათას ლარიანი გირაოს გამოყენებით. ასევე მოვითხოვთ, მისი პირადობის მოწმობის ან პასპორტის ჩაბარებას საგამოძიებო უწყებაში. იმავე სახის შუამდგომლობით მივმართავთ სასამართლოს მეორე პირთან დაკავშირებითაც, რომელმაც დაზიანება მიაყენა გიორგი გაბაშვილს“, – განაცხადა პროკურორმა, რომელიც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ასახელებს ვინ იყო სიტყვიერი დაპირისპირების ინიციატორი.

 


„ადგილი ჰქონდა კონფლიქტს, რაც დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირებით და გადაიზარდა ფიზიკურში. სიტყვიერი დაპირისპირება არ ფიგურირებს არც ერთი პირის ბრალდებაში. ვინ იყო ინიციატორი სიტყვიერი დაპირისპირების, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ მოგახსენებთ. ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი კი, იყო გიგი უგულავა, რასაც მტკიცებულებები ადასტურებს“, აღნიშნა საქმის პროკურორმა.

 

 

პროკურატურის შუამდგომლობას „ფეისბუქზე“ გამოეხმაურა ბრალდებული გიგი უგულავა.

 


„აი თურმე რატომ დადგეს ეს უნიჭო და ძალადობრივი სპექტაკლი. მომიგზავნეს ზონდერი ბადრი (საბა) გავაშელიშვილი, რომელიც შტატიანი შნირი აღმოჩნდა. 16 ნოემბერს აქციის მონაწილეებს არბევდა. ეს სუბიექტი ვალებში იხრჩობა. ლუდომანია, თამაშობს. შესაბამისად სუსმა მოიგდო და გახდა მონა-ჯალათი. პასპორტის ჩამორთმევა ნდომებიათ“, განაცხადა უგულავამ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი