დავით ნარმანიამ ზოოპარკისა და მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
03-09-2015, 03:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოადგილეებთან ერთად, ზოოპარკისა და მზიურის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა და იქ მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. დავით ნარმანიასთან ერთად კეთილმოწყობის და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურების უფროსებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც მერისგან დამატებითი დავალებები მიიღეს.


მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, ზოოპარკის ტერიტორიაზე ე.წ ზედა ნაწილის გახსნა, რომელიც 13 ივნისის სტიქიის დროს ნაკლებად დაზიანდა 13 სექტემბერს იგეგმება. შემოიღობება ზოოპარკის ტერიტორია, შიგნით კი ე.წ ქვედა და ზედა იარუსებს შორის ტიხარი გაკეთდება.


რაც შეეხება საბავშვო ატრაქციონებს, მათი დიდი ნაწილი უკვე მოყვანილია მწყობრში. კონტრაქტორებს კი მერიისგან წლის ბოლომდე საგადასახადო შეღავათი მიეცათ და ისინი არენდის გადასახადისგან გათავისუფლდნენ.


თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მდინარე ვერეს ხეობაში სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. დაზიანებულ გზაზე კეთდება სახიდე გადასასვლელი, წესრიგდება ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია და ხორციელდება სამუშაოები, რათა ეტაპობრივად მოსახლეობამ თავისუფლად გადაადგილება მზიურის ტერიტორიაზეც შეძლოს.


„სამუშაოები მიმდინარეობს საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში. გვინდა, რომ სექტემბრის შუა რიცხვებისთვის ზოოპარკის ტერიტორია გაიხსნას და ეტაპობრივად ადამიანებმა შეძლონ თავისუფლად მზიურის ტერიტორიაზე შემოსვლა. რაც შეეხება გზას, გზის ერთი ნაწილი გაიხსნება სექტემბის შუა რიცხვებისთვის, ხოლო სექტემბრის ბოლოს მთლიანად გვინდა რომ გმირთა მოედანი-თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა გაიხსნას, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ყველაფერი დროულად გაკეთდეს. ადგილზე დავათვალიერეთ სამუშაოები და დამატებითი დავალებები მივეცით სამსახურებს, რათა მაქსიმალურად მოწესრიგებულები დავხვდეთ მოსახლეობას, რომელიც წლების განმავლობაში ამ ინფრასტრუქტურით სარგებლობდა და აქვს სურვილი, რომ მომავალშიც ისარგებლოს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.


თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, მზიურის ტერიტორიაზე გამხმარი და დაზიანებული ხეები მოიჭრება და ტერიტორია დასუფთავდება.


„ვფიქრობთ, რომ 11-12 სექტემბერს დავასრულებთ ტერიტორიის წესრიგში მოყვანას. ასევე, მზიურის ტერიტორიაზე განვახორციელებთ დაზიანებული და გამხმარი ხეების მოჭრას, გამოტანას და ტერიტორიის შეძლებისდაგვარად დასუფთავებას ისე, რომ მზიურშიც ეტაპობრივად შეძლონ უკვე ვიზიტორებმა ჩამოსვლა და დასვენება“,- განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.


„ჩვენ მივიღეთ დავალებები, გზის ორივე მხარის დასუფთავებასთან, ფერდების აღდგენასთან, რეაბილიტაციასთან და დამატებით გაწმენდით სამუშაოებთან დაკავშირებით. ამ დავალებების შესრულებას ვაპირებთ მანამ, სანამ გზა გაიხსნება. გზასთან ერთად დასრულდება ის მონაკვეთები, რაც გახსნისთვის არის საჭირო, დანარჩენი კი ეტაპობრივად, როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება“,- განაცხადა კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური უფროსმა ავთანდილ სუდაძემ.
გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, ზოოპარკის ტეროტორია საბოლოოდ მთლიანად მოირეცხება და ვიზიტორების მისაღებად მზად იქნება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი