ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ხობზე საცალფეხო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხით ხორციელდება და მისი ღირებულება 337000 ლარია.
ხობის მერიის ცნობით, ხიდის მშენებლობა დეკემბრის ბოლომდე დასრულდება და სოფლის მოსახლეობას კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. ხიდის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.