დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „კონსერვატიული პარტია“ უმრავლესობით იმარჯვებს - ეგზიტ პოლის შედეგები
13-12-2019, 06:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


12 დეკემბერს გამართულ დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში - BBC-ის ITV-ის და Sky News-ის მიერ ერთობლივად ჩატარებული ეგზიტ პოლის თანახმად, „კონსერვატიული პარტია“ უმრავლესობით იმარჯვებს, იტყობინება BBC. საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის გამოკითხვის შედეგებით, ყველა ხმის დათვლის შემდეგ „ტორებს“ 368 დეპუტატი ეყოლებათ პარლამენტში - 50 კანონმდებლით მეტი, ვიდრე 2017 წლის არჩევნებში. „ლეიბორისტები“ 191 ადგილს მიიღებენ, „ლიბერალ-დემოკრატები“ 13-ს, „ბრექსიტის პარტია“ ვერც ერთს და „შოტლანდიის ნაციონალური პარტია“ (SNP) 55-ს.

 

 

„Ipsos Mori”-ის მიერ 144 საარჩევნო უბანზე 22 790 ადამიანი გამოიკითხა, უთხრა საარჩევნო ექსპერტმა სერ ჯონ კერტისმა BBC-ს.

 


„ლეიბორისტული პარტია“ 2017 წლის არჩევნებთან შედარებით 12%-ით უფრო დაბალ შედეგს მიიღებს, ხოლო კონსერვატორები 2.5%-ით მაღალს და უფრო მცირე ზომის პარტიებს ექნებათ უკეთესი შედეგი.

 


საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე, ეგზიტ პოლების გამოცხადებისთანავე ფუნტი სტერლინგი აშშ დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად, 3%-ით გამყარდა და 1 გირვანქა სტერლინგის ღრებულება 1.35 აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაისის შემდეგ უმაღლესი ნიშნულია. ფუნტი ასევე ბოლო 3,5 წელიწადში ყველაზე მეტად გამყარდა ევროსთან მიმართებაშიც.

 


შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრიტი პატელმა განაცხადა, რომ მთავრობა, თუკი ის დაბრუნდება ხელისუფლებაში, ქრისტეშობამდე წარუდგენს პარლამენტს კანონს და შეასრულებს ბრექსიტის ვალდებულებას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი