გია ვოლსკი: „ოპოზიცია ინგლისურად კარგად საუბრობს, მაგრამ ძალიან ინტენსიურად და აშკარად გაატარეს რუსული ინტერესები“
13-12-2019, 13:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ენის შერჩევას გავლენა არ აქვს, თუ რა პოლიტიკას ატარებს სახელმწიფო, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ ისაუბრა უკრაინაში გამართულ პრესკონფრენციაზე გიორგი გახარიამ რუსულ ენაზე, ვოლსკიმ უპასუხა, რომ რუსული ენის გამოყენების აუცილებლობა ჟურნალისტურმა გარემომ განაპირობა.

 

 

„ოპოზიცია ინგლისურ ენაზე კარგად საუბრობს, მაგრამ ძალიან ინტენსიურად და აშკარად გაატარეს რუსული ინტერესები, როცა სტრატეგიულ ობიექტებს ყიდდნენ. განსაკუთრებით ეს 2008 წლის წინა პერიოდში მოხდა, როცა ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორ ქვეყნებს არ დაუჯერეს, გადახიეს საგზაო რუკა, რომელიც მხარდაჭერილი იყო ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ. ამ შემთხვევაში, ენის შერჩევას არანაირი გავლენა არ აქვს, თუ რა პოლიტიკას ატარებს სახელმწიფო. ვფიქრობ, რომ რუსული ენის გამოყენება ჟურნალისტურმა გარემომ განაპირობა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი