დიდი ბრიტანეთის ვადამდელ არჩევნებში „კონსერვატორების“ „ისტორიული“ გამარჯვების შემდეგ ბორის ჯონსონმა პირობა დადო, რომ „დღე და ღამე“ იმუშავებს, რათა ამომრჩევლების ნდობა გაამართლოს
13-12-2019, 14:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „კონსერვატიული პარტიის“ „ისტორიული“ გამარჯვების შემდეგ ბორის ჯონსონმა პირობა დადო, რომ „დღე და ღამე“ იმუშავებს, რათა ამომრჩევლებს მათდამი გამოცხადებული ნდობა გაუმართლოს.

 


ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ადგილის გამოცხადებაღაა დარჩენილი და „ტორებს“ თემთა პალატაში 76 ადგილით მეტი აქვთ მიღებული ვიდრე უმრავლესობისთვის არის საჭირო, ჯამში 364 სადეპუტატო მანდატი, „ლეიბორისტებს“ 203, „შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას“ (SNP) 48, „ლიბერალ-დემოკრატებს“ 11, ირლანდიურ „დემოკრატიულ უნიონისტურ პარტიას“ (DUP-ს) 8. ირლანდიურ „Sinn Fein“-ს 7, უელსის „Plaid Cymru“-ს 4, ჩრდილოეთ ირლანდიის სოციალ-დემოკრატიულ და ლეიბორისტულ პარტიას“ (SDLP) 2, „მწვანეთა პარტიას“ და „ალიანსის პარტიას“ თითო თითო. „ბრექსიტის პარტია“ კი, რომელმაც ზაფხულის ევროპარლამენტის არჩევნებში ტრიუმფალურად გაიმარჯვა, წარუმატებელი აღმოჩნდა და უესტმინისტერში ერთი ადგილიც კი ვერ მიიღო.

 


თემთა პალატაში „კონსერვატორების“ მიერ მოპოვებული მანდატები ყველაზე ბევრია მას შემდეგ, რაც მარგარეტ ტეტჩერმა 1987 წელს საპარლამენტო არჩევნები მესამე ვადით მოიგო.

 


ლონდონში საუბრისას პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მას გააჩნია მანდატი, რომ მომავალ თვეს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე გამოიყვანოს.

 


ტრადიციულ საარჩევნო ოლქებში დამარცხების შემდეგ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, ჯერემი კორბინმა განაცხადა, რომ იგი არ იბრძოლებს შემდეგ არჩევნებზე, როგორც პარტიის ლიდერი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი