გიგი უგულავას ხვალიდან სახაზინო ადვოკატი დაიცავს
03-09-2015, 04:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ყოფილ მერს, პატიმრობაში მყოფ გიგი უგულავას ხვალიდან სახაზინო ადვოკატი დაიცავს, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში "ტელეიმედისა" და რიყის ტერიტორიის საქმეზე პროკურორმა, მალხაზ კაპანაძემ განაცხადა.


როგორც პროკურორმა აღნიშნა, დღეს დაცვის მხარეს დასკვნითი სიტყვა უნდა გაეგრძელებინა, თუმცა უგულავას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი კვლავ არ გამოცხადდა სასამართლოში.


პროკურორის თქმით, ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება, რომლის მიხედვითაც, არც დღეს, არც ხვალ და არც ზეგ პროცესზე არ გამოცხადდება. სწორედ აქედან გამომდინარე, უნდა მოხდეს სახაზინო ადვოკატის დანიშვნა.


ხვალ, 11:00 საათზე ჩაინიშნა პროცესი, რომელზეც, პროკურორის ინფორმაციით, გადაწყდება ტექნიკური დეტალები. გიგი უგულავას ამ საქმეზე სახაზინო ადვოკატი დაიცავს. რაც შეეხება ადვოკატის გამოუცხადებლობას, როგორც მალხაზ კაპანაძემ აღნიშნა, ეს გიგი უგულავას უკვე მეექვსე ადვოკატია, დაცვის მხარე კი ამ დრომდე დასკვნით სიტყვას არ ასრულებს, რაც მისი თქმით, პროცესის ხელოვნურ გაჭიანურებას უკავშირდება.


 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი