2020 წლიდან თბილისი ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განვითარებას იწყებს
13-12-2019, 15:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანული კვლევითი კომპანიის, „გოპას“ სპეციალისტებმა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებს, საჯარო უწყებებისა და სატრანსპორტო კომპანიების ხელმძღვანელ პირებს დედაქალაქში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განვითარების მიმართულებები გააცნეს. „გოპა“ კვლევას გერმანიის საინვესტიციო ბანკის - KFW ფინანსური მხარდაჭერით აწარმოებს.  

 

 

შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძეც ესწრებოდა. მისი თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტი ჭკვიანი სისტემების დანერგვას იწყებს. 

„ეს მართვის სქემებისა და ტექნოლოგიების ინტეგრირებას გულისხმობს, რაც თბილისის საცობებისგან განტვირთვაში დაგვეხმარება. ამდენად, ის დახმარება, რასაც KFW  გვიწევს, უმნიშვნელოვანესია. მან თბილისისთვის უკვე დაამტკიცა სესხი, რათა მომდევნო წლებში გადავიარაღდეთ. შესაბამისად, ახალი ავტობუსების შეძენასთან და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განვითარება იქნება ის გზა, რომელიც ჩვენ გაგვიუმჯობესებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს“, - აღნიშნა მაია ბითაძემ. 

 

 

მომავალ წელს თბილისის მერია სატრანსპორტო ნაკადების მართვის კომპლექსურ პლატფორმას შექმნის. იგეგმება შუქნიშნების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაცია და ტექნიკური აღჭურვა, შუქნიშნების მართვის ცენტრის მოდერნიზაცია, შუქნიშნების ერთმანეთთან სინქრონიზაცია და მართვის ცენტრთან კავშირი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტული მოძრაობის სისტემის დანერგვა, შუქნიშნების მაგისტრალებზე ე.წ „მწვანე ტალღების“ შექმნა და სხვადასხვა უწყებებში თავმოყრილი სატრანსპორტო სისტემების ერთიან ქსელში ინტეგრირება. 

 

 

„ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების“ განვითარების მიზანია გზებზე ტრანსპორტის გამტარიანობის გაზრდა და საცობების შემცირება. 

 

 

ტრანსპორტის მენეჯმენტის დასახვეწად, თბილისის მერიის დაკვეთით ამჟამად კიდევ სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები მიმდინარეობს, მათ შორისაა დანიური კომპანია „რამბოლის“ მიერ მდგრადი ურბანული მობილობის გეგმაზე მუშაობის პროცესი. აღნიშნული გეგმა მთავარი სატრანსპორტო დოკუმენტია და მოიცავს სფეროს ყველა ძირითად მიმართულებას: საფეხმავლო და საველოსიპედო ინფრასტრუქტურის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის (მეტრო, ავტობუსი, რკინიგზა, საბაგირო) განვითარების გეგმებს, პარკირების ზონებისა და კერძო ტრანსპორტის ნაკადების მართვის სტრატეგიას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი