ევროპის საბჭოს და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტის „საჯარო სივრცეების პროექტირებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება“ ფარგლებში, პირველი შეხვედრა გაიმართება. საჯარო კონსულტაციაზე საუბარი შეეხება გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიის სარეკრეაციო სივრცედ განვითარების პერსპექტივებს.
შეხვედრას, რომელიც შაბათს, 14 დეკემბერს, 10:00 საათზე, გლდანის პროფესიული განვითარების კოლეჯში ჩატარდება, ერთობლივად გაუძღვებიან დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები, სამოქალაქო პლატფორმის წევრები და ევროპის საბჭოს ექსპერტები.
საჯარო კონსულტაციას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, პარლამენტის დეპუტატი ლევან კობიაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარები დაესწრებიან. ასევე, მასზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს.
პროექტი „საჯარო სივრცეების პროექტირებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება“ ითვალისწინებს ახალი სარეკრეაციო სივრცეების განვითარებას და ამ პროცესში მოქალაქეთა ფართო ჩართულობის უზრუნველყოფას. სწორედ ამ მიზნით, დაფუძნდა სამოქალაქო ჩართულობის პლატფორმა, რომელშიც დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.