ევროკომისიის ანგარიში საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით 15 დეკემბერს გამოქვეყნდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგი გიგიაძემ განუცხადა.
"საქართველომ შეასრულა დაკისრებული დავალებები. ჩვენ წინმსწრები ანგარიში მიმდინარე წლის 17 აგვისტოს უკვე გავაგზავნეთ. ოთხ შემფასებელ მისიას ველოდებით სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში და ევროკომისიის საბოლოო ანგარიში იქნება მიმდინარე წლის 15 დეკემბერს. იმედი გვაქვს, რომ მეოთხე ანგარიში იქნება საბოლოო და საქართველოს ექნება უკვე საფუძველი დაელოდოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს შენგენის ზონაში გზას გაუხსნის. ვფიქრობ, იქნება დადებითი შეფასება. ჩვენ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო ვიყავით ამ პროცესის კოორდინატორები და ნამდვილად ამაყები ვართ იმ გაწეული სამუშაოებით, რომელიც საქართველოს სხვადასხვა უწყებებმა განახორციელეს", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.
ბოლო მესამე ანგარიშით კი, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისიწნებული 15 პუნქტიდან 8 ჰქონდა სრულად დაკმაყოფილებული, დანარჩენი კი ნაწილობრივ, ან თითქმის დაკმაყოფილებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.